Digest Logo

„15 თებერვლიდან 10 მარტამდე პერიოდი სასიკეთო იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის - ტყუპისთვის, სასწორისთვის და მერწყულისთვის...“ - რას წერს ასტროლოგი?

1644858500
ასტროლოგი

ასტროლოგი - რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 15 თებერვლიდან 10 მარტამდე პერიოდი სასიკეთო იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის.

მისი თქმით, ამ პერიოდში სასიკეთოდ წარიმართება კრეატიული ადამიანების საქმეები.

„15 თებერვალს მერკური თხის რქიდან მერწყულის ზოდიაქოში გადავა და იქ 10 მარტამდე დარჩება.

მერკურის მერწყულში საკმაოდ ძლიერი და შემოქმედებითია, ამიტომ ზემოთ აღნიშნული პერიოდი კრეატიული ადამიანებისთვის საკმაოდ სასიკეთო იქნება.

გაძლიერდება პრობლემის არასტანდარტულად, განსხვავებულად დანახვის უნარი და შესაბამისად, შესაძლებელი გახდება პრობლემებს შესაბამისი გადაწყვეტაც მოეძებნოს.

ეს საკმაოდ განსაკუთრებით სასიკეთო პერიოდი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობაც ციფრულ სამყაროს უკავშირდება. ამ პერიოდში მერკურის სიგნიფიკატორი (წარმმართველი) პლანეტა ურანი იქნება, რომელიც სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიებს მართავს.

ასევე მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობების საკითხი, რადგან მერკურის მერწყულში პოზიცია მიანიშნებს ურთიერთობების განვითარებას, თანამოაზრეებისა და მეგობრების მოძიებისა და მათთან არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

ეს პერიოდი სასიკეთო იქნება ასევე ასტროლოგიასთან და საერთოდ, ეზოთერული დისციპლინების შესწავლისთვის (ან თუნდაც დაწყებისთვის).

პლანეტა ურანი (მერწყულის მმართველი) ხომ სწორედ ასტროლოგიას მართავს.

ამ პერიოდში არსებობს სამყაროსთვის გაგზავნილ კითხვებზე პასუხების მიღების მაღალი ალბათობა.

მოსალოდნელია იმ ადამიანებმა, რომლებიც ეძებენ გარკვეულ პასუხებს, სწორედ ამ პერიოდში მიიღონ.

ეს სასიკეთო პერიოდია პიროვნული განვითარებისთვის, ახალი პიროვნული განვითარების შესახებ ლიტერატურის გაცნობისთვის, ხასიათზე მუშაობისთვის და პიროვნული „განახლებისთვის“ („აფდეითისთვის“).

ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, ბუნებრივია, სასიკეთო იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის - ტყუპისთვის, სასწორისთვის და მერწყულისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მერკური სწორედ ჰაერის სტიქიის ნიშნებში აქვთ განთავსებული, რადგან 15 თებერვლიდან - 10 მარტამდე პერიოდში ტრანზიტული მერკური მათ ნატალურ მერკურთან სასიკეთო პოზიციას დაიკავებს“, - წერს გიგაური.




🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ტრაგედია ოჯახში, უმძიმესი დიაგნოზი, ურთიერთობა ცოლიან კაცთან და სამჯერ გათხოვება - ეკა კვალიაშვილის სკანდალებით სავსე ცხოვრება

🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს

🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი

🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი

🔵მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება