რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ერიდეთ ნაჩქარევი და ემოციური გადაწყვეტილების მიღებას და თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია შეცდომა, რომელიც ბოლო დღეების ნამუშევარს გაანადგურებს. გირჩევთ ფინანსური საკითხების მოგვარება და ხელშეკრულებების გაფორმება მომდევნო კვირის დასაწყისისთვის გადაიტანოთ. შემთხვევითმა ტრავმამ ან ავადმყოფობამ შეიძლება, გეგმის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ.
კურო
შესაძლოა, გარემოებებმა ან არაკეთილმოსურნეთა ინტრიგებმა საკუთარი ინტერესების აქტიურად დაიცვა გაიძულოთ. სირთულეებისა და პრობლემების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. კონფლიქტის ან ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობა ძალიან მაღალია.
ტყუპები
არახელსაყყრელი დღეა. ტყუილი, გაუგებრობები და ცილისწამება საქმის დასრულებასა და წინსვლაში ხელს გიშლით. თავი შეიკავეთ სარისკო ოპერაციებსა და ავანტიურებში ჩართვისგან, რაც, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
კირჩხიბი
ამჟამად გართობისა და დასვენების გარდა, არაფერზე უნდა იფიქროთ. ეს დღე თითქოს რომანტიკული თავგადასავლებისთვის არის შექმნილი. შეგიძლიათ, მთელი არსებით დაემორჩილოთ გრძნობას, რომელმაც შეგიპყროთ. ახალი, საინტერესო ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ, მყარ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
ლომი
შესაძლოა, ამ დღის უარყოფითი ტენდენციები თქვენს ჯანმრთელობასა და მოქმედებაზე უარყოფითად აისახოს. ზოგჯერ შინაგანი ენერგიის მოზღვავება შეიძლება, ძალაუფლებისადმი ლტოლვაში და დომინირების სურვილში გადაიზარდოს. სიმამაცე კარგია, მაგრამ გირჩევთ, სარისკო მოქმედებებს ერიდოთ. ამან შეიძლება, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემები შეგიქმნათ და პროფესიული საქმიანობის სფეროში არასწორი გადაწყვეტილება მიგაღებინოთ.
ქალწული
ამ დღეს თქვენი პროფესიული საქმიანობა იმ მიმართულებით არ წავა, როგორც როგორც მოსალოდნელი იყო. ფინანსური ზარალი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ არც მოგების იმედი უნდა გქონდეთ. შემთხვევითმა ტრავმამ ან ავადმყოფობამ შეიძლება, გეგმის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. ამ დღეს ნათესავებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, მაგრამ მალე არასასიამოვნო ამბავი გელით.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და სუფთა ჰაერზე ფიზიკური მუშაობისთვის. დროა, საბუთების მოწესრიგებასა და სახლის კეთილმოწყობაზე იზრუნოთ. ამჟამად ყველა პირობა გაქვთ, რომ ოჯახში მშვიდობა დაამყაროთ, პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ და გაწყვეტილი კავშირები აღადგინოთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების გაღრმავებისთვის, მეგობრული და ინტიმური შეხვედრებისთვის. ეს დღე ახალ, მოგებიან შეთავაზებებს მოგიტანთ. ეცადეთ, თითოეული მათგანი კარგად გაიაზროთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. შეიძლება, რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ, მაგრამ პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაწყებული პროცესების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობები ძალიან ნაყოფიერი იქნება.
მშვილდოსანი
ნეგატიური დღეა. მოტყუება და ცილისწამება გელით, რაც წინსვლაში ხელს შეგიშლით. მოსალოდნელია გარშემო მყოფებთან კონფლიქტი. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საკუთარი პრინციპები და უფლებები აქტიურად დაიცვათ.
თხის რქა
ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა იჩქაროთ - შეცდომების თავიდან ასაცილებლად უახლოესი ადამიანების რჩევა გჭირდებათ. სექსუალური კავშირები უკიდურეს სიფრთხილეს და წინდახედულებას მოითხოვს. უახლოეს ხანებში ნათესავებთან დაკავშირებული სიახლეები გელით.
მერწყული
ეს დღე სასიცოცხლო ძალებისა და შემოქმედებითი პოტენციალის ზრდას განასახიერებს. ხელოვან და მეცნიერების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს წარმატებული დღე ელით. ვარსკვლავების მხარდაჭერა, მეგობრების ან გავლენიანი მფარველის დახმარება მომავალი წარმატებისათვის სასტარტო პირობებს შექმნის. ამ დღეს დაბადებულ ბავშვს საინტერესო და წარმატებული მომავალი ელის.
თევზები
ეს დღე ხელსაყრელია სამსახურის ან საქმიანობის შეცვლისთვის. საჯარო სექტორში დასაქმებულ თევზებს შეუძლიათ სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ. სავარაუდოდ, ხელსაყრელი შეთავაზებები გელით. ეცადეთ, საკუთარი რჩეული უყურადღებოდ არ დატოვოთ და ხშირად შეახსენოთ, რომ გიყვართ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ლიცენზია კი არა, დიპლომი უნდა დაახიო თავზე" - ვისზე წერს და რამ გააბრაზა გიორგი ფხაკაძე