დღეს არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულება გაგიჭირდებათ. აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს ბრაზის და წყენის, ცინიზმისა და აგრესიის გამოვლენა.
👉 პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთების შესაძენად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის, ძველი ვალდებულებების შესრულებისა და ვალების გასტუმრებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
👉 ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. აკონტროლეთ საკვების ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
👉 დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, ოპალი, ზურმუხტი, მარგალიტი და რაუხტოპაზი, გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
👉 ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
წყარო: fortuna.ge