სიყვარულის და თანაგრძნობის დღეა, ამიტომ მოერიდეთ ბრაზის და წყენის, აგრესიის და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია მოტყუების და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის, დაცინვის და ძარცვის ალბათობა.
სხვისი დაკარგული გასაღების პოვნა ახალი ბინის შეძენის ან შეცვლის მანიშნებელი გახდება.
აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და გამონათქვამები.
აუცილებლად გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთების შესაძენად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ჩაკეტილ და უჰაერო სივრცეში დიდხანს გაჩერებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მხრებს და ხელებს.
დღის ფერები და მინერალები – ცისფერი, იისფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ტოპაზი, ჟადეიტი, ლაბრადორი, საფირონი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულისა და თევზებისთვის.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: