Digest Logo

🎥 „მანანა წყალს ხმამაღლა სვამს, თავიდან მაღიზიანებდა, შემდეგ შემიყვარდა ეს ხმა, ესაა სიყვარული“ - ჭოლას და მანანა კოზაკოვას ამბავი სიყვარულისა

1644397961
ჭოლა

„სიყვარული ქალთან წოლის სურვილში კი არ ვლინდება (ეს სურვილი უთვალავი ქალის მიმართ ჩნდება), არამედ მასთან ერთად ძილის სურვილში (ეს მხოლოდ ერთ ქალს უკავშირდება)“ - წერს მილან კუნდერა „ყოფის აუტანელ სიმსუბუქეში“.

ასეცაა, შეიძლება ბევრი ადამიანი შეგხვდეს ცხოვრების გზაზე, მაგრამ ის ერთი, „იმ ერთსა მიჯნურობასა“ სულ სხვა ხიბლი აქვს.

ჰოდა, ახლა 30-წლიანი სიყვარულის ისტორიას მოგიყვებით, რომელიც რეჟისორმა ლევან წულაძემ, იგივე ჭოლამ და მსახიობმა მანანა კოზაკოვამ დაწერეს.

ჭოლა:

ხშირად ვხედავდი მანანას, მე პედაგოგი ვიყავი... მახსოვს პაემანი ოპერასთან დავუნიშნე. მე თეატრალურიდან მოვდიოდი, მას შავი პალტო ეცვა და შავი მოსასხამი... თურმე დედისგან უთხოვია, ძალიან უხდებოდა, დღემდე მიყვარს ის პალტო და მოსასხამი...

მანანა:

რაღაც თხელი მოსაცმელი ეცვა... გოგოები ტყუილად წუხდნენ... აგერ მშვენიერი კანდიდატია-თქო ვიფიქრე. მომეწონა, რომ დავინახე.

ჭოლა:

სიყვარულის მოტივაცია იცვლება, როგორც წელიწადის დროები. არის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული. ახლა, ამ ეტაპზე ვართ - „მზე შემოდგომისა“.

შეყვარებულობის მერე არის დაჯახება, სუსხი. ჩვენ ერთად დიდხანს არ გვივლია. მესამე დღეს გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა.

სიყვარული პატიებაა, როდესაც ომს ამთავრებ. მანამდე შენი დემონებია, მერე წყდება ომი და იღებ შენ გვერდით მყოფ ადამიანს ისეთს როგორიც არის.

მანანა ხმამაღლა სვამს წყალს და არ მომწონდა. არაფერს ვეუბნებოდი მაგრამ არ მსიამოვნებდა, ღამე რომ დალევდა წყალს მაღვიძებდა, რას ვეტყოდი... ვუყურებდი და ვიძინებდი... როცა, ეს წყლის ხმამაღალი დალევა გიყვარდება და გენატრება ესაა სიყვარული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა