მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:56-დან 23:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ლომისა და მერწყულის ზოდიაქალურ ღერძზე, პირველ რიგში აგრესიას და გაღიზიანებას, დეპრესიას და ნეგატიურ ფიქრებს გააძლიერებს, გაიზრდება ცდუნებების და შეცდომების, კონფლიქტების და საგზაო შემთხვევების ალბათობა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა, რათა თავი აარიდოთ უსიამოვნებებს და გარშემომყოფებთან დაპირისპირებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სუვენირების და ლატარიის ბილეთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო, სავაჭრო ოპერაციები და ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმება, წვრილმანებს ჩაძიება, ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა და ხელმძღვანელთა კრიტიკა, მცენარეების დარგვა და გადარვა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ნერვიულობას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ბეჟი, შინდისფერი და ნარინჯისფერი, ასევე გიშერი, ბრილიანტი, სერდოლიკი, სარდიონი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც 20 დღეში ახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
🔵ვინ იყო ვალენტინი? - განკვეთილმა ბერმა ჰომოსექსუალ წყვილს ჯვარი დასწერა
🔵„ნუ გვექნება დიდი იმედი, რომ მარტ-აპრილში პანდემია დასრულდება“ - ივანე ჩხაიძე
წყარო: fortuna.ge