Digest Logo

„კოვიდის მერე ჯოჯოხეთური ტკივილი მაღვიძებს...“ – რას წერს ლაშა ბერულავა

1644994407
ლაშა ბერულავა

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა პოსტკოვიდურ სიმპტომების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ბერულავა წერს, რომ ინფექციამ თავის საშინელი ტკივილები დაუტოვა, რომელზედაც ყველაზე ძლიერი გამაყუჩებელიც კი ეფექტს კარგავს.

„კოვიდის მერე (კვირაზე მეტია, იზოლაციის ვადა გავიდა) დამრჩა თავის ტკივილი. აი, ხომ მარტივია სათქმელად და, რაღაცნაირად, უწყინრად ჟღერს, „თავი მტკივა“ მაგრამ ჯოჯოხეთური ტკივილია, რომელიც ზოგჯერ მაღვიძებს კიდეც.

არასდროს მტკიებია ადრე თავი, ათასში ერთხელ, ერთი აბი ციტრამონი და ფა-ფუ.

ახლა არც წნევის პარამეტრები შეცვლილა წინანდელთან შედარებით, არც დატვირთვა მაქვს მეტი, მაგრამ ეს საშინელი ტკივილი დღე-ღამის ნებისმიერ დროს ძალიან აუტანელია.

ასე ხართ ვინმე?

გაივლის?

გამაყუჩებლებს ჯერ არ ვსვამ, მაგრამ თუ მეტყვით, რომ შველის, ბღუჯას დავლევ ერთ ჯერზე“, - წერს ლაშა ბერულავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ დროს ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილი ჩათქმაც კი შეგიძლიათ“ - ხათუნა ნოელის რჩევა ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებით

🔵„ავიღებთ 6 ფურცელს, 1 კალამს და ერთი და იგივე სურვილს დავწერთ...“ - 22.02.2022-ში ამ რიტუალით ოცნებებს აიხდენთ

🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

🔵„დღეს ნაკლებად გაამართლებს ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა და ხელმძღვანელთა კრიტიკა“ - მიხეილ ცაგარელი