16 თებერვალს სავსემთვარეობაა. ეს მოვლენა ლომის ზოდიაქოს ნიშანში ხდება. ზოგადად სავსე მთვარე ენერგეტიკულად არც ისე მარტივი დღე არ არის, რადგან ამ დროს მოჭარბებულია ენერგია და არის კონფლიქტების ალბათობა. ასტროლოგები ამ დღის მშვიდად გატარებას და პოზიტიური ენერგიის შენარჩუნებას გვირჩევენ.
ასტროლოგი დავით ნიბლაძე დღევანდელი დღის ენერგიასთან და მოსალოდნელ ტენდენციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, 16 თებერვალს სავსე მთვარეა ლომში ლომს თავად მზე მართავს რომლის საკვანძო სიტყვებიცაა სიცოცხლე, ენერგია, სინათლე, ოპტიმიზმი და სიყვარული.
როდესაც სავსე მთვარე მზის ნიშანშია, ეს შანსია, ჩვენს ქვეცნობიერში ყველაზე ბნელ კუთხეებშიც კი შევიტანოთ სინათლე და სიყვარული ეს სიყვარული არ არის სხვა კონკრეტული ადამიანისკენ მიმართული. ეს სიყვარულია ცხოვრების, სიცოცხლის, ჩვენი სამყაროსთან ინტერაქციის, ინდივიდუალიზმისა და ყველაფერი იმის, რაც თავს ცოცხალ ადამიანად გვაგრძნობინებს
ჩვენ გვართმევენ ბავშვობას, ოცნებებს, იმედებს, ფერებს... გვკარნახობენ, როგორ ვიცხოვროთ, რაზე ვთქვათ კი და რაზე - არა, რა გზით ვიაროთ და ა.შ... ამ დროს კი სავსე მთვარე ლომი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ყველას ჩვენი უნიკალური კომპასი გვაქვს შიგნით, რომელმაც ყოველთვის იცის, სად ვეძებოთ ბედნიერება. დიახ, ამ კომპასს გული დავარქვით და ისაა, რასაც ხშირად ვაიგნორებთ... რამდენადაც გულით მივიღებთ და შევიყვარებთ ჩვენს მიზნებს, ოცნებებს, სურვილებს, ძლიერ თუ სუსტ მხარეებს, ჩვენს უნიკალურობას თუ ორდინალურობას, მით მეტი შანსი გვექნება ბედნიერების.
ლომის მესიჯიც სწორედ ესაა - ვიცხოვროთ გულით
ყველაფერი მიმღებლობით და სიყვარულით იწყება, ისევ სიყვარულით გრძელდება და სიყვარულითვე სრულდება... უსიყვარულოდ მზე მართლა არ სუფევს ცის კამარაზე და ნურც ჩვენ გვექნება ამბიცია, რომ ოდესმე უსიყვარულოდ ბედნიერება მოვა.
ნუ დავჩაგრავთ იმ ბავშვს ჩვენში, რომელსაც სიცოცხლე უხარია, ყველა ღიმილს ღიმილით პასუხობს, სავსეა რწმენითა და თავგადასავლების სურვილით, მზადაა აღმოაჩინოს სამყარო და ამისთვის ცხრა მთაც გადაიაროს, იცინოს ხმამაღლა, როცა ეცინება, მიიღოს სითბო და სიყვარული და იყოს უბრალოდ ბედნიერი დღეს და ახლა.
საკუთარი თავის სიყვარულისგან შორს ვართ თუ მუდმივად სხვებს ვედრებით, სხვების აზრი ჩვენსაზე მნიშვნელოვანია, არ ვაძლევთ თავს შეცდომების დაშვების უფლებას, არ ვუშვებთ ტოქსიკურ ადამიანებს ცხოვრებიდან, ვაიგნორებთ ჩვენს შიშებს, არ ვენდობით საკუთარ თავს გადაწყვეტილების მიღების დროს, არ ვიყენებთ შანსებს, სხვებს უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ვიდრე საკუთარ თავს და არ ვართ კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ.
როგორ ზრუნავ საკუთარ თავზე? ბოლოს როდის იგრძენი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ?“, - წერს ნიბლაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კოვიდის მერე ჯოჯოხეთური ტკივილი მაღვიძებს...“ – რას წერს ლაშა ბერულავა
🔵„დღეს ნაკლებად გაამართლებს ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა და ხელმძღვანელთა კრიტიკა“ - მიხეილ ცაგარელი