
14 იანვრიდან 4 თებერვლამდე კომუნიკაციების მმართველი პლანეტა მერკური უკუსვლით მოძრაობს. ასტროლოგების პროგნოზით, ეს იმას ნიშნავს, რომ გართულდება კომუნიკაციები და ნებისმიერ ახალ საქმეს პრობლემები შეექმნება.
ასტროლოგი ხათუნა ნოელი გირჩევთ, ამ პერიოდში ძველი საქმეების მოგვარებით შემოიფარგლოთ და ახალი არაფერი წამოიწყოთ.
„ხვალიდან, 14 იანვრიდან მერკური უკუსვლითი ხდება 4 თებერვლამდე. ამ პერიოდში არ ღირს:
არანაირი ახალი საქმის წამოწყება, მათ შორის საკუთარი ბიზნესისაც. შეგიძლიათ მიუბრუნდეთ მხოლოდ ძველს, და განაახლოთ.
ახალ სამსახურში არ გადავდივართ. ძველში თუ გიხმობენ დაბრუნდიო - ეგ შეიძლება.
არ შეიძლება მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების და საბუთების გაფორმება, არც სასამართლოში შეგაქვთ საჩივარი, არც რეესტრში განცხადება. მოითმინეთ ცოტა ხანი.
უკვე რამდენიმემ იკითხა და კიდევ გავიმეორებ აქაც - არ აიღოთ ვალები, შეეშვით კრედიტების გაფორმებას. დაბრუნება კი ბატონო - შეგიძლიათ.
არანაირი შორეული მოგზაურობები, ახლოსაც კი სწორი დრო უნდა შეირჩეს, მაქსიმალურად ხელსაყრელი.
რა ქორწინება, რის ნიშნობა - გადადეთ!!
არ ვყიდულობთ ტექნიკას, არც მანქანებს. ჯერ არც არაფერს ვყიდით. მობილური გაგიფუჭდათ? ითხოვეთ მეგობრისგან ძველი დროებით.
ახალ ნაცნობებზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ. თავში მოსული ბრწყინვალე იდეების ერთბაშად განხორციელებასაც ნუ შეეცდებით. ჩაიწერეთ - მერე გადახედავთ.
სწავლის დაწყებაც არარეკომენდებულია! გონებაში თითქოს ჯინაზე - ასჯერ წაკითხულიც კი ძნელად შედის. ეს პერიოდი სირთულეებს შეუქმნის იმ ადამიანებს ვისი პროფესიაც წერასთან, სიტყვასთან არის კავშირში. მწერლები, ჟურნალისტები, მთარგმნელები და თარჯიმნები შესაძლოა პროფესიულ სირთულეებს გადააწყდნენ.
სამედიცინო კვლევებში შესაძლოა შეცდომები. გადადეთ. აგრეთვე პრობლემურია სხვადასხვა ხელშეკრულებების, დოკუმენტების გაფორმების საკითხებიც. და კიდეც რომ გაფორმდეს, 3 კვირის მერე როდესაც მერკური დირექტიული მოძრაობას დაუბრუნდება, გაირკვევა, რომ ამ საბუთებში რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა ყოფილიყო, ხარვეზებია.
რა იყო, არც ვისუნთქოთ? იკითხავს ალბათ ზოგიერთი. ისუნთქეთ, თანაც ღრმად. რამდენადაც პირბადე გაგიშვებთ (ეგ უკვე ჩემთან გადასაწყვეტი არაა) ამ ყველაფრის გაკეთება ეკრძალებათ დირექტიული მერკურის პატრონებს. რეტრო მერკურიანელები კი აჩქარდით - უნდა მოასწროთ 4 თებერვლამდე და ჩაეტიოთ მჭიდრო ვადებში.
დანარჩენები ძველი საქმეების დასრულებით ვართ დაკავებულები. მერკური ხელახლა გაივლის ცოტა ხნის წინ განვლილ გზას, რაც ნიშნავს იმას რომ ეს პერიოდი განკუთვნილია წარსულის ანალიზისათვის, რეტროგრადული მერკურის უკუსვლასთან ერთად თქვენც თვალი გადაავლეთ ბოლო ხანებში განვლილ გზას, გააანალიზეთ, დაფიქრდით - იყო თუ არა ყველა კონტაქტი საჭირო, ყველა ხელშეკრულება არის თუ არა სწორად გაფორმებული, ღირდა თუ არა იქ წასვლა, სადაც ფეხი უკან გრჩებოდათ, უნდა მოგეკიდათ ხელი „იმ“ კონკრეტული საქმისთვის? უნდა დაჰპირებოდეთ იმას, რისი სიტყვაც მიეცით? და ასე შემდეგ, მერკურიანული საქმეების რევიზია გააკეთეთ, მოკლედ.
ეს ასევე ძალიან ხელსაყრელი დროა მედიტაციებისთვის წინა ინკარნაციული გამოცდილებების გასახსენებლად. ვისაც ეს თემა გაინტერესებთ, არ გაუშვათ შესაძლებლობები...“, - წერს ხათუნა ნოელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რომელ ქვეყნებში აღინიშნება ძველით ახალი წელი
🔵არ იყიდოთ! „Cry Babies“ თოჯინები პატარების ფრუსტრაციას და დაბნეულობას იწვევს