ადამიანებს, რომლებიც არ აღიარებენ დადგენილ წესებს, თავიანთ ცხოვრებას არ უკავშირებენ არავის და არ ხარჯავენ მათზე დროს, ჩვეულებრივ, ეგოისტ ადამიანებსა და მარტოხელებს უწოდებენ.
ეს ამ ადამიანების პირადი არჩევანია და არავის აქვს უფლება, ამ გადაწყვეტილების გამო - იცხოვრონ თავიანთი სიამოვნებისა და კმაყოფილებისთვის - ისინი განსაჯოს.
არიან ზოდიაქოს გარკვეული ნიშნები, რომელთა შორის ასეთი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სიამოვნება აქვთ წინა პლანზე წამოწეული, სხვებთან შედარებით, ბევრნი არიან. მაშ ასე:
♉კურო
კუროებმა ძალიან კარგად იციან ცხოვრების გემო, მშვენივრად ეხერხებათ საკუთარი თავისთვის ცხოვრება. ისინი არ ურევენ პირად სივრცეს საზოგადოებრივთან. მყარად დგანან მიწაზე და საკმაოდ შორსმჭვრეტელნი არიან. ისინი ასი პროცენტით არიან დარწმუნებული, რომ მათი ვალი აქვს ყველას. თუ იციან, კონკრეტულად რა სურთ ამ ცხოვრებაში, აუცილებლად მიაღწევენ მას. არიან ძალზე მერკანტილური და არასდროს არავის არაფერს გაუყოფენ. ისინი ძალიან არიან დაკავებული საკუთარი თავით, რომ სხვებზე დრო დახარჯონ. ცდილობენ, იცხოვრონ საკუთარი სიამოვნებისთვის, არაფერზე უარს არ ეუბნებიან თავიანთ თავს. ძალიან იშვიათად ქენჯნით სინდისი. მათთვის უმთავრესია კომფორტი და სიმყუდროვე.
ტყუპების ცხოვრება გაორებულია. ისინი ცდილობენ, ეს ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანებს მიუძღვნან. მათ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, სურთ, რომ ყველა აღფრთოვანებული იყოს მათით. ხანდახან ქველმოქმედებასაც ეწევიან, მაგრამ მხოლოდ იმ მიზნით, კიდევ ერთხელ აღაფრთოვანონ ადამიანები. თავიანთ ეგოიზმს ისინი ოსტატურად მალავენ გარშემომყოფებისგან, აჩვენებენ თავიანთ გულუხვობასა და უანგარო დახმარებას. მაგრამ ეს მხოლოდ ხარისხიანი და მაღალოსტატური შენიღბვაა. თავიანთი გულუხვობის დემონსტრირებით ისინი ისწრაფვიან გარშემომყოფების ყურადღების მოდუნებას, ასევე ამშვიდებენ საკუთარ თავსაც, რომ სინდისი არ ქენჯნიდეთ. ტყუპებს ძალიან ეშინიათ, რომ საზოგადოებამ შეიძლება შეიტყოს სიმართლე ამ მასკარადის შესახებ, გაიგოს, რომ ტყუპების ცხოვრება ისეთი არაა, რომლითაც ისინი ასე ტრაბახობენ და რომ ეს მხოლოდ ილუზიაა.
♍მორიელი
მორიელის თანავარსკვლავედის წარმომადგენლები ძლიერი პიროვნებები არიან და ისინი გარშემომყოფებისგან თავიანთ ეგოიზმს არ მალავენ. მათ მოსწონთ, აჩვენონ ყველას, რომ თავიანთი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ, ისე ატარებენ დროს, როგორც თვითონ მოსწონთ. ისინი არასდროს გაიღებენ საკუთარ თავს მსხვერპლად ვინმეს ან რაიმე იდეის გულისთვის. მიუხედავად ნათესავების დიდი რაოდენობისა, მორიელები მაინც ისე განაგრძობენ ცხოვრებას, როგორც სურთ და როგორც მათთვის არის მოგებიანი. უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდებიან, თუ სხვის სივრცეში შეიჭრებიან, ადამიანებს ჭკუას ასწავლიან. მორიელების აღიარებული ლიდერული თვისებები მათ საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი უპირატესობები.
♌ლომი
ლომებს ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე. მთელი სამყარო მათ ფერხთით უნდა იყოს გაფენილი, სხვაგვარად, მათ ცხოვრებას აზრი არა აქვს. ლომებს მოსწონთ, დაუმტკიცონ ყველას თავიანთი უპირატესობა და სხვებისგან პატივისცემა მოითხოვონ. ისინი არასდროს დაინტერესდებიან ეგოისტი ადამიანებით. მათ მოსწონთ მხოლოდ ისინი, რომლებიც იზრუნებენ მათზე, ლომების ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და უზრუნველს გახდიან.
♈ვერძი
ვერძები მთელი ცხოვრება მხოლოდ საკუთარ თავზე და თავიანთ კეთილდღეობაზე ფიქრობენ. ზოგიერთი მათ საქციელს უსულოს უწოდებს, მაგრამ ვერძებს მხოლოდ საკუთარი ცხოვრება აინტერესებთ და არც ისე ბევრი დრო აქვთ სხვებისთვის. ისინი უაზრობად მიიჩნევენ, რომ საკუთარი ცხოვრება უმიზნო მოქმედებებს მიუძღვნან. ვერძები მუდამ მოქმედებაში არიან და დროს გარშემომყოფებზე არ ხარჯავენ. მათ ყველგან უნდა მოასწრონ. არ აინტერესებთ სხვისი პრობლემები და ამ პრობლემების მოგვარება, რადგან საკუთარი ინტერესები მათთვის ყოველთვის წინა პლანზეა.
♒მერწყული
ნამდვილი თავის თავზე შეყვარებული პიროვნებები, რომლებიც იმდენად კომპლექსდებიან, რომ დანაშაულის გრძნობა უჩნდებათ. მერწყულები მთელი ძალებით ცდილობენ, დაიცვან ამ სამყაროში ისეთი ცხოვრების უფლება, როგორიც თვითონ მოსწონთ. თუ ამაში ხელს უშლიან, თანდათანობით შორდებიან გარე გამაღიზიანებელს. თუ მერწყული გააცნობიერებს, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრებით რაღაც დაკარგეს, დრო უკანმოუხედავად წავიდა, მხოლოდ მაშინ შეუძლიათ გააცნობიერონ, რომ დრო ფუჭად დაკარგეს. ხელიდან გაშვებულის ასანაზღაურებლად ისინი იწყებენ საკუთარი თავის შეცოდებასა და სიყვარულს. ამის გაკეთება მათ ნამდვილად შეუძლიათ ისე, როგორც სხვა არავის.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს
🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი
🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი
წყარო: sputnik-georgia.com