Digest Logo

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კუთვნილ 300-ლარიან დახმარებას ვერ იღებთ - ადვოკატის რჩევა

1609240562
სასამართლო და ფული

კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, დაწესებული შეზღუდვების გამო ქვეყანაში, კომპანიამ და სხვდასხვა იურიდიულმა სუბიექტმა მუშაობა შეაჩერა. სამსახურის გარეშე დარჩენილთათვის მთავრობამ ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარება დააწესა, თუმცა როგორც „დაიჯესტს“ შეატყობინეს, კომპანიების ნაწილი დასაქმებულთა მონაცემებს შესაბამის ორგანოში არ აგზავნის, რის გამოც მოქალაქეები კომპენსაციის გარეშე რჩებიან. 

 

როგორც „დაიჯესტმა“ პროფკავშირების იურისტ თამარ სურმავასთან საუბრისას გაარკვია, დასაქმებული ვალდებულია წერილობით მიმართოს კომპანიას და განაცხადოს, რომ სჭირდება კონკრეტული საბუთები, ამის შემდეგ თუკი სათანადო რეაგირება არ იქნება, მოქალაქეს შეუძლია დახმარება მაკონტროლებელ ორგანოებს - შემოსავლების სამსახურსა და შრომით ინსპექციას სთხოვოს:

„ყოფილა შემთხვევბი, როდესაც ხელმძღვანელობას, დასაქმებული პირისთვიას არ მიუცია შესაბამისი საბუთი, რის გამოც დასაქმებულმა ვერ მიიღო მთავრობის მიერ გამოყოფილი 300-ლარიანი დახმარება.

1. როდესაც დასაქმებულს მსგავსი მოცემულობა აქვს, წერილობით უნდა მიმართოს ხელმძღვანელს, წარადგინოს დოკუმენტი, რომლის საფუძვლეზეც მთავრობა კომპენსაციას დაურიცხავს.

2. აღნიშნულის მიუხედავად, თუ დამსაქმებელი შესაბამისი ცნობის წრადგენაზე მაინც უარს ამბობს, დასაქმებულს უფლება აქვს, მიმართოს უშუალოდ შემოსავლების სამსახურსა და შრომით ინსპექციას. უნდა აცნობოს მათ, რომ კონკეტული პირები არ აღასრულებენ, იმ ვალდებულებას, რომელიც გააჩნიათ.

როდესაც კონკრეტული კომპანიის ხარვეზის გამო, დასაქმებული ვერ იღებს სახლემწიფოს მიერ გამოყოფილ დახმარებას, მაშინ თავად კომპანიის ხელმძღვანელობას ეკისრება ვალდებულება, თვითონ გადაუხადოს თანამშრომელს აღნიშნული 300 ლარი“, - განუცხადა „დაიჯესტს“ პროფკავშირების იურისტმა თამარ სურმავამ.

300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენის ვადა 24 დეკემბერს ამოიწურა, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება 28 დეკემბრის ჩათვლით იყო შესაძლებელი.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვინ მიიღებს წინასაახალწლოდ დახმარებას თბილისის მერიისგან?

როგორ მივიღოთ 300-ლარიანი დახმარება - დეტალური ინსტრუქცია

ცნობილია, როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას

⚪ბულვარული ამბები:

რას ნანობს და როგორ ცხოვრობს ლევან აბაშიძის საყვარელი ქალი წლების შემდეგ

2500 კაცი, დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები

Მაგ ქალს ნუ მიხსენებთ - გიორგი შენგელაიას სიძულვილით დასრულებული სიყვარულის ამბავი და სოფიკოს 2 ქმარი