Digest Logo

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს - რა კავშირი აქვს მას თბილისში მომხდარ მკვლელობასთან

1634552394
ბათუმი

ბათუმის ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

ბერიძის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები უკვე 1 საათია მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ, დღეს დილით, თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

მოკლულ ანასტასია შატალოვას რამდენიმე თვის წინ დავა ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, საქმე ეხებოდა არასრულწლოვანს.

ცნობისთვის, თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა. ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ვინ არის კამანის ქუჩაზე მოკლული ქალი, რომელიც ბათუმის ყოფილ ვიცე მერს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა

🔵„მითხრა რომ ცხოვრებას დამინგრევდა და პატარა ძმას მოკლავდა...“ - გორში ახალგაზრდა ქალი მოიტაცეს

🔵„3 წლის ბავშვი ჰყოლია საცოდავს... 5-ჯერ გასროლის ხმა გავიგე" - თბილისში მოკლულ ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა

🔵„დიდი მოთხოვნილება მქონდა ერთი პერიოდი, რომ მონაზვნად წავსულიყავი“ - რას ჰყვება ელისო ბოლქვაძე

🔵გვიან ღამით თბილისში ქალი ჩაცხრილეს

🔵„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები

წყარო: rustavi2.ge