ნიუ-იორკში, მაუნტ სინაის საავადმყოფოში ექიმებმა 38 წლის კაცის ცხვირში კბილი აღმოუჩინეს და მას წარმატებით ჩაუტარეს ოპერაცია. ინფორმაციას ამის შესახებ, Dailymail-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ნიუ-იორკის კლინიკას ცხვირის, კერძოდ მარჯვენა ნესტოს მუდმივად გაჭედილობის ჩივილით მიმართა. ოტორინოლარინგოლოგმა გასინჯვისას აღმოჩინა, რომ მას ცხვირში ზედმეტი კბილი ჰქონდა.
მედიკოსების თქმით, კბილის ატიპიურ ადგილზე ამოსვლა ძალიან იშვიათი დაავადებაა, რომელიც მოსახლეობის 0,1%-ში აღინიშნება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
VIDEO: „მე მამა ვარ შენი” - გიორგი გასვიანი შვილთან შეხვედრის ამსახველ ემოციურ კადრებს ავრცელებს
VIDEO: „მეტი რა ქნას, ავამღერე ხმებში“ - მაკა ზამბახიძე ლელა წურწუმიას ქმართან ერთად მღერის
ხელნაკეთი, ბუნებრივი თუ ქარხნული ნაძვის ხეები – როგორ მოირთო საქართველოს ქალაქები საახალწლოდ
წყარო: www.dailymail.co.uk