Digest Logo

გაინტერესებთ, რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა?

1640690191
საახალწლო სუფრა

 „2020 წელთან შედარებით ახალი წლის სუფრის ფასები ყველა რეგიონში გაიზარდა“, - ამის შესახებ  ISET-ის ყოველწლიურ საახალწლო ინდექსშია აღნიშნული. 

ამ ინდექსს კვლევითი ორგანიზაცია იმის მიხედვით ითვლის, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში.

ISET-ის შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში საახალწლო სუფრის საშუალო ფასმა 183 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.3%-ით მაღალია.

„ცხადია, ყველა ოჯახსა და რეგიონს თავისი საახალწლო სუფრა აქვს, თუმცა კალკულაციის დროს ვითვალისწინებთ ისეთ ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტისთვის, ტრადიციულად, ხილსა და გოზინაყზე ვაკეთებთ არჩევანს.

სუფრის ინდექსის მიხედვით, საახალწლო სუფრა ყველაზე იაფი (176.5 ლარი) კახეთშია, ყველაზე ძვირი კი (189.1 ლარი) – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ყველაზე მაღალი ზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, სადაც საახალწლო სუფრის ღირებულებამ 177.3 ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14.8%-ით მაღალია. ამის მიზეზი ისაა, რომ 2020 წელს ყველაზე დაბალი ფასები სწორედ ამ რეგიონში გვქონდა.

2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით თითქმის ყველა საკვები პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ სურსათზე: კვერცხი (+38%), ყველი (+12%), კარტოფილი (+35%), სტაფილო (+38%), კიტრი (+15/9%), ვაშლი (+18%), რძე (+13%).

ნიგოზი საახალწლო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული ინგრედიენტია. წლის ამ დროს, 1 კგ. ნიგვზის ფასი 22-27 ლარს შორის მერყეობს, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 5%-ით მაღალია.

აღსანიშნავია, რომ სურსათის ფასები იზრდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშიც ადასტურებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის“ - მიხეილ ცაგარელი

🔵დასახელდა ზოდიაქოს 5 ყველაზე წარმატებული ნიშანი

🔵„ლურჯ ვეფხვს თავისი ფავორიტები ეყოლება, ზოგს კი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს“ - 2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის

🔵ფრთხილად! მიმოქცევაში ყალბი 50-დოლარიანებია