Digest Logo

ლეკვი, რომელიც საქართველოში ნაგავზე გადააგდეს, შვედეთში იცხოვრებს

1641193977
ლეკვი და ნინი

ძაღლის ბედი აქვსო, სტელაზეა ნათქვამი. ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ლეკვი მალე შვედეთში იცხოვრებს - ამის შესახებ ძაღლების კლუბის ერთ-ერთი წევრი ნინი სოციალურ ქსელში წერს და საქართველოში ნაგავსაყრელზე ნაპოვნ ლეკვზე საოცარ ისტორიას ჰყვება:

„ძაღლის ბედი აქვსო, სტელაზეა ნათქვამი. ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ლეკვი მალე შვედეთში იცხოვრებს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ, სტელასთვის მოგვეძებნა მზრუნველი ოჯახი, მაგრამ ამაოდ, ჩვენი გოგო იყო ნაგავზე ნაპოვნი, მძიმე ვირუსგადატანილი და რაც მთავარია, უჯიშო, მაგრამ რამხელა სითბოს და სიყვარულს იტევდა, ეს დიდად არ აინტერესებდა არავის!

2 კვირა იცხოვრა ჩვენთან ერთად და იმდენად შეგვაყვარა თავი, რომ გადავიფიქრეთ გაჩუქება და გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა ჩვენთან ერთად ევროპაში. რადგან საბუთებს 3/4 თვე სჭირდებოდა, ჩვენ კი 1 კვირაში უკან ვბრუნდებოდით, მოვძებნეთ ძიძა, რომელმაც ანაზღაურების სანაცვლოდ შეიფარა და თებერვლის ბოლოს ეს უსაყვარლესი და უთბილესი არსება, რომელსაც ყველამ ზურგი აქცია და ნაგავზე გადააგდეს, შვედეთის სრულფასოვანი მოქალაქე გახდება და ვიცხოვრებთ ერთად. ჭირი იქა ლხინი აქა, ასე კეთილად დასრულდა ეს ამბავი“, – წერს ნინი სოციალურ ქსელში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას

🔵„ახალი წლის შემდეგ განტვირთვის დღეები აუცილებელია“ - ენდოკრინოლოგის რჩევები

🔵„ვერ ასრულებული ოცნებების ახლებურად განხორციელების დღეა“ - ცაგარელი

🔵„სანამ გული გამისკდება მოგიყვებით რა“ - გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი