Digest Logo

„მეუფე თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას“ - საპატრიარქო

1641200720
მეუფე სტეფანე

მეუფე თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას და ვიმედოვნებთ, სულ მალე დაუბრუნდება მსახურებას“, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს.

საპატრიარქო მეუფისადმი გამოთქმული ყურადღებისთვის მის გულშემატკივრებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ სასულიერო პირის მიმართ დაინტერესებული ადამიანების სიმრავლიდან გამომდინარე ინდივიდუალურად პასუხის გაცემას ვერ ახერხებენ.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავი ზარი თუ შეტყობინება შემოდის - ინტერესდებიან მეუფის მდგომარეობით და უსურვებენ მალე გამოჯანმრთელებას.

სამწუხაროდ, მათი სიმრავლის გამო, ვერ ვახერხებთ ყველასთვის პასუხის გაცემას, რის გამოც დიდ ბოდიშს ვიხდით.

მეუფე თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას და ვიმედოვნებთ, სულ მალე დაუბრუნდება მსახურებას.

მეუფე სტეფანეს სახელით, მადლობას გიხდით ყველას ყურადღებისა და კეთილი სურვილებისთვის.
გილოცავთ შობა-ახალ წელს, მრავალს დაესწარით!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი ცაგერში, საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში 2 იანვარს იპოვეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას

🔵„ახალი წლის შემდეგ განტვირთვის დღეები აუცილებელია“ - ენდოკრინოლოგის რჩევები

🔵„ვერ ასრულებული ოცნებების ახლებურად განხორციელების დღეა“ - ცაგარელი

🔵„სანამ გული გამისკდება მოგიყვებით რა“ - გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი

🔵ლეკვი, რომელიც საქართველოში ნაგავზე გადააგდეს, შვედეთში იცხოვრებს