ჭყონდიდელ ეპისკოპოსს მეუფე სტეფანეს პოლიტიკური შერიგება მხოლოდ მონანიების და აღსარების გზით წარმოუდგენია. მისივე თქმით, ეშმაკსა და ღმერთს შორის შერიგება წარმოუდგენელია. ამასთან სასულიერო პირი აცხადებს, რომ შერიგებისთვის მხოლოდ ერთი გზა, მონანიება და აღსარება არსებობს.
„ვის შეუძლია წარმოიდგინოს შესაძლებლობა იმის, რომ ვთქვათ, ეშმაკი შეურიგდეს ღმერთს. რაში შევრიგდეთ, რომ ხალხი წავიდეს ჯოჯოხეთში და ამაში მხარი დაუჭირო ეშმაკს? ის თავის საქციელს არ ნანობს. მხოლოდ ერთი რამ არსებობს რითაც შეიძლება შერიგება, ეს არის აღსარება, ეს არის მონანიება და ეს მონანიება არის ცოდვების აღიარება. ვინც უფალთან არ შერიგდება, იმასთან შერიგება შეუძლებელია, იმიტომ, რომ ბოროტსა და კეთილს შორის შერიგება არ არსებობს. ვინც კეთილიდან ბოროტში გადავა, ის არ არის შერიგება, ის არის გარიგება, იმიტომ, რომ იმას რაღაც მიზნები ამოძრავებს. ღვთის საწინააღმდეგო შეთქმულებაში ვერცერთი ძალა ვერ გაიმარჯვებს“, - თქვა მეუფე სტეფანემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა - არ აჰყვეთ პროვოკაციებს“ - ცაგარელის რჩევა
🔵19 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოში
🔵„არ მჯერააა!!! ჯერ კიდევ შოკში ვარ“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული ნიჭიერის გამარჯვებულია
🔵„ეს იქნება შტორმი - ომიკრონი გადააჭარბებს აქამდე არსებული ინფიცირების შემთხვევებს“ - დევი ტაბიძე
🔵„მეზობლებს უკვირთ, რატომ ტირის დედაჩემი, როცა მისი შვილი გუშინ ტელევიზორში ნახეს“ - გიორგი კეკელიძე