იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ რომ შეიქმნა ვაქცინა, რომელიც დაბერების პროცესს უშლის ხელს. წარმატებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ახალი ვაქცინა იმ უჯრედების წინააღმდეგ მოქმედებს, რომლებიც დაბერების პროცესს ხელს უწყობს.
ვაქცინამ ასევე წარმატებით იმოქმედა დაბერებული უჯრედებს ცხიმოვან ქსოვილსა და სისხლძარღვებში.
იაპონურ მედიასთან საუბარში, ჯუნთენდოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ტორუ მინამინომ თქვა, რომ ვაქცინა გამოყენებული იქნება არტერიების გამკვრივების, დიაბეტის და დაბერებასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
უჯრედები დაბერდებიან, როდესაც ისინი წყვეტენ საკუთარი თავის დუბლირებას, ხშირად მათი დნმ-ის ბუნებრივად წარმოქმნილი დაზიანების საპასუხოდ. მიიჩნევა, რომ უჯრედების დაბერება ხელს უწყობს თავად დაბერების პროცესს, ისევე როგორც დაბერებასთან დაკავშირებულ დაავადებებს, როგორიცაა ალცჰაიმერი და კიბოს ზოგიერთი სახეობა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵როდის ელოდებიან „ომიკრონს“ საქართველოში?
🔵გებრეიესუსის უმძიმესი პროგნოზი - რა ელის კაცობრიობას პანდემიის დასრულების შემდეგ?
🔵დღის რჩევა - „არ ღირს მიზნის მიღწევა სხვათა დათრგუნვისა და დაჩაგვრის ხარჯზე“
🔵როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
წყარო: 1tv.ge