Digest Logo

🎥 VIDEO: „ყველას ბოდიშს ვუხდი“ - მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

1631871368
მაია რჩეულიშვილი

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა. რჩეულიშვილი სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ გათავისუფლდა.

როგორც მაია რჩეულიშვილმა აღნიშნა, ის ბიზნესსაქმიანობის გაგრძელებას არა პირებს.

„ყველას ბოდიშს ვუხდი, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. უდიდესი მადლობა თბილისის მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა. დიდება უფალს, რომ დამთავრდა“, - აღნიშნა მაია რჩეულიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2019 წელს რჩეულიშვილს „ცენტრ პოინტის“ საქმეზე, კერძოდ, „მიონის“ ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და თავისუფლების აღკვეთა 7 წლით მიუსაჯა. რჩეულიშვილი საპატიმროში 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ის „მაგნოლიას” საქმის ეპიზოდზე 2016 წლის ივლისში დააკავეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველა დაზარალებული კუთვნილი ფართით კონკრეტულ ვადებში დაკმაყოფილდება.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის

🔵VIDEO: „ციხე ინტელექტსაც გართმევს და გთრგუნავს... იმ დანაშაულისთვის, რასაც მე ვისიგრძეგანებდი სიტყვა ბოდიში, მაპატიე და შევცდი ძალიან ბუტაფორიულია" - გოგი წულაია

🔵VIDEO: ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა 20 წლის წინ მოკლული „კანონიერი ქურდის“ შვილებმა დაუკვეთეს – ექსკლუზიური დეტალები

🔵„რომ ვეუბნებოდი ამას იცინოდა, გაჩერდიო... რა გითხრათ, მეც მკვდარი ვარ, ნიკოსთან ერთად" - ოჯახის წევრის პირველი კომენტარი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე

🔵VIDEO: „კარგი, ჩემი არ გჯერათ... აგერ ბატონო, რუსეთის მაინც დაიჯერეთ" - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მიმართავს