რას აკეთებს უცხო
ქვეყანაში გოგი წულაია,
როგორია მისი დღევანდელი
ყოფა, რატომაა თავად
საჯიკებელი და რატომ
ვერასდროს დათმობს თავის
ქუთეისს – ამ ყველაფერზე
თავად ისაუბრებს.
გოგი წულაიაზე მალე
შესაძლოა საერთაშორისო
ძებნა გამოცხადდეს.
პოლიტიკოსი რომელიც
ქართულ მართლმსაჯულებას
ევროპაში ემალება,
საქართველოში დაუსწრებლად
გაასამართლეს. მეორე
ინსტანციის სასამართლომ
წულაიას სექსუალური
ძალადობისთვის 4 წლიანი
პატიმრობა შეუფარდა.
საბოლოო განაჩენის
გამოტანამდე პოლიტიკოსი
თავისუფლებაზე გირაოს
სანაცვლოდ გაუშვეს, თუმცა
ამ პერიოდში მან ქვეყნის
საზღვრების დატოვება
მოახერხა და საფრანგეთში
იმყოფება.
თბილისის სააპელაციო
სასამართლომ სრულად
გაიზიარა საქართველოს
პროკურატურის სააპელაციო
საჩივარი, გააუქმა
თბილისის საქალაქო
სასამართლოს
გადაწყვეტილება და
სექსუალური ხასიათის
სხვაგვარი ქმედების
ჩადენის ფაქტზე, გ.წ.
დამნაშავედ ცნო.
ინფორმაციას პროკურატურა
ავრცელებს. 🔵„გოგი
წულაიას ქვეყანაში
დაბრუნებისთანავე
დააკავებენ“ - სასამართლომ
პოლიტიკოსს პატიმრობა
მიუსაჯა
„თავისუფალი საქართველოს“
ყოფილი წევრი გიგი წულაია
სტრასბურგში თავშესაფარს
ითხოვს. ამის შესახებ
„პრაიმტაიმისთვის“
ინფორმაცია ექსკლუზიურად
გახდა ცნობილი. აღნიშნულ
ინფორმაციას პოლიტიკოსი
გოჩა ჯოჯუა ადასტურებს და
აცხადებს, რომ წულაია
საქართველოში დაცულად
თავს არ გრძნობს.
გოგი წულაიას ასმათ
დვალიშვილი ისევ უჩივის.
საქალაქო სასამართლოში
ამჯერად ადმინისტრაციული
პროცესი მიმდინარეობს.
ასმათ დვალიშვილმა გოგი
წულაიას ინტერნეტ
აქტივობის გამო უჩივლა.
წულაია უარყოფს
დვალიშვილისთვის
„ფეისბუკზე" მეგობრობის
თხოვნის გაგზავნას, რის
დასამტკიცებლადაც მის
ტელეფონზე შესაბამისი
ექსპერტიზის ჩატარებას
მოითხოვს.
პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ
კიდევ ერთი პერფორმანსი
მოაწყო და ეროვნული ბანკის
პრეზიდენტს საპარსი
მოწყობილობა ფოსტის
მეშვეობით გაუგზავნა.
წულაიამ ამ ფორმით
სესხებზე მაღალი
საპროცენტო განაკვეთი
გააპროტესტა.
პოლიტიკოსი გოგი წულაია
გადაცემა „ყვითელ ყუთში"
ციხეში გატარებულ დღეებს
იხსენებს. ამბობს, რომ
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში რთული
პერიოდი გაატარა. შიმშილს
თან ახლდა ნერვიულობა და
ოჯახზე ფიქრი.