პოლიტიკა • 1746691666
„ხელის გულზე დევს, რომ მას
შემდეგ, რაც ბაიდენის
ადმინისტრაციის
პრესსპიკერები გაჩუმდნენ,
ლაპარაკი დაიწყო
ევროკომისიის
პრესსპიკერმა, ამიტომ,
მინდა ევროკომისიის
პრესსამსახურს ვუთხრა, რომ
უკვე ძალიან ნათელია ის
ორკესტრირებული
თავდასხმები, რომელიც
ქართველი ხალხის
წინააღმდეგ ხორციელდება“, -
ამის შესახებ საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა
განაცხადა. პაპუაშვილს
კითხვა დაუსვეს
ევროკომისიის
პრესსპიკერის
განცხადებაზე, რომლის
მიხედვითაც, „კონგრესის
მიერ „მეგობარი აქტის“
მიღება აჩვენებს, რომ
საერთაშორისო საზოგადოება
ყურადღებით აკვირდება
საქართველოში მიმდინარე
მოვლენებს, ხელისუფლების
ქმედებები შორსაა იმისგან,
რასაც კანდიდატი
ქვეყნისგან ველოდებით“.
იხილე მეტი