საზოგადოება • 1688634983
საქართველოს მესამე
პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა, „რადას“
დეპუტატ ლიზა იასკოსთან
საერთო შვილის შეძენა
დაადასტურა. რომლის
შესახებ საუბარია,
უკრაინული გამოცემა
УКРАИНСКАЯ ПРАВДА -ს მიერ
გამოქვეყნებულ მიხეილ
სააკაშვილის
ავტობიოგრაფიულ წერილში,
რომელიც სათაურით „მე და
უკრაინა“ გამოქვეყნდა.
ამავე წერილის მიხედვით,
სააკაშვილი წერს, რომ
უკრაინა მისი სახლია, სადაც
მისი პატარა უკრაინელი
ქალიშვილი ჟასმინი
ცხოვრობს, რომლის ნახვისა
და ხელში აყვანის
საშუალება ჯერ არ ჰქონია.
უკრაინის მმართველი
პარტიის, „ხალხის
მსახურის” წევრ ლიზა
იასკოსთან საერთო შვილის
შესახებ ჭორები ჯერ კიდევ
ერთი წლის წინ გავრცელდა,
თუმცა ეს ინფორმაცია ამ
დრომდე წყვილს არ
დაუდასტურებია. მიხეილ
სააკაშვილს ამჟამად 4 შვილი
ჰყავს სამი სხვადასხვა
ქალისგან.
იხილე მეტი