საზოგადოება • 1645008769
უმცროსი ექიმი, რომელმაც
ახალციხელ ექთანს,
კორონავირუსის
საწინააღმდეგო
ვაქცინაციის შემდეგ
პირველადი დახმარება
გაუწია, ჯერ კლინიკა
„იმედიდან“ შემდეგ კი
სამედიცინო სფეროდან
წავიდა. ინფორმაციას
„მეცხრე არხს“ ექიმი
რეანიმატოლოგი გიორგი
აფციაური უდასტურებს. მისი
თქმით, მეგი ბაქრაძის
ტრაგიკულმა შემთხვევამ,
ბექა ლიპარტელიანზე
იმდენად მძიმე
ფსიქოლოგიური გავლენა
იქონია, რომ საყვარელ
საქმიანობაზე უარი თქვა და
თეთრი ხალათი გაიხადა.
გიორგი აფციაურის თქმით,
სამედიცინო სფეროსთვის ეს
დიდი დანაკარგია.
იხილე მეტი