„სისხლის სამართლებრივი
დევნა დაიწყო მიხეილ
სააკაშვილის, გიორგი
ვაშაძის, ნიკა გვარამიას,
ნიკანორ მელიას, ზურაბ
ჯაფარიძის, ელენე
ხოშტარიას, მამუკა
ხაზარაძის და ბადრი
ჯაფარიძის მიმართ“, - ამის
შესახებ საქართველოს
პროკურატურაში გამართულ
ბრიფინგზე გენერალურმა
პროკურორმა გიორგი
გვარაკიძემ განაცხადა.
როგორც ბრიფინგიდან გახდა
ცნობილი, საქმე ეხება
საბოტაჟს სახელმწიფოს
წინააღმდეგ.
თბილისის სააპელაციო
სასამართლომ ძალაში
დატოვა თბილისის საქალაქო
სასამართლოს განაჩენი და
კორუფციული სქემით, დიდი
ოდენობით სახელმწიფო
ბიუჯეტის კუთვნილი
თანხების გაფლანგვის
ფაქტზე, საქართველოს
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი დამნაშავედ
ცნო. ასევე, დამნაშავედ
იქნა ცნობილი სახელმწიფო
დაცვის სპეციალური
სამსახურის ყოფილი უფროსი -
თეიმურაზ ჯანაშია, რომლის
ქმედებაც ნაცვლად
გაფლანგვისა, სასამართლოს
მიერ შეფასდა როგორც
სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენება.
„ჩვენი მოსახლეობის
აბსოლუტურმა უმრავლესობამ
იცის, როგორი კრიმინალი
არის მიხეილ სააკაშვილი“, -
ამის შესახებ ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ
ლევან მაჭავარიანმა
განაცხადა.
„ყველას გვაქვს კითხვა,
არის თუ არა მიხეილ
სააკაშვილის ადგილი
საავადმყოფოში, პასუხიც
ვიცით, მაგრამ იმედი
გვაქვს, ესეც მალე
გამოსწორდება“, - ამის
შესახებ „2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საგამოძიებო კომისიის“
თავმჯდომარე თეა
წულუკიანმა კომისიის
სხდომაზე განაცხადა, სადაც
უფლებების შელახვის
ფაქტებთან დაკავშირებით
ყოფილ დეპუტატ, ვალერი
გელაშვილს უსმენენ.
„იმ სახლის გამო, რომელიც
რეზიდენციის
მფლობელობაშია ახლა,
მოგვივიდა დაპირისპირება,
იყო პირადი შეურაცხყოფები
მისი მხრიდან“, – ამის
შესახებ ყოფილმა
დეპუტატმა, ვალერი
გელაშვილმა „2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საგამოძიებო კომისიის“
სხდომაზე განაცხადა.
„აფრასიძეების საქმესთან
დაკავშირებით გიორგი
ბარამიძისა და მიხეილ
სააკაშვილის
პასუხისმგებლობის
საკითხის დაყენებისთვის
საკმარისი ინფორმაცია
არსებობს“, – ამის შესახებ
პარლამენტის საგამოძიებო
კომიტეტის თავმჯდომარე,
ვიცე-სპიკერმა, თეა
წულუკიანმა გადაცემაში
„აქტუალური თემა მაკა
ცინცაძესთან ერთად“
სტუმრობისას განაცხადა.
საგამოძიებო კომისიის
თავმჯდომარემ უპასუხა
კითხვას, აფრასიძეების
საქმეზე კომისიის დასკვნა
შესაძლებელია თუ არა
გახდეს კონკრეტული
სუბიექტების და
კონკრეტული პირების
პასუხისმგებლობის
საფუძველი და აღნიშნა, რომ
ამის დიდი იმედი აქვს.
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილე ლევან
მაჭავარიანი ჩეხეთის
საელჩომ განცხადებას
გამოეხმაურა და აღნიშნა,
რომ ასეთი ტიპის
განცხადებები არ არის
ახალი და ან კიდევ აცდენილი
არიან რეალობას.
„მოგეხსენებათ, ბატონი
დავით ჯუღელი არის მიხეილ
სააკაშვილის ადვოკატი. ეს
უკვე, რა თქმა უნდა, ბევრ
კითხვაზე პასუხს სცემს“, -
ამის შესახებ ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ
ლევან მაჭავარიანმა დავით
ჯუღელზე საუბრისას
განაცხადა.
ცნობილი ტელეწამყვანი და
მსახიობი დუტა სხირტლაძე
ტელეკომპანია „იმედის“
თანამშრომელი აღარ არის.
მედიაში გავრცელებული
ინფორმაცია ტელეარხმაც
დაადასტურა. „არხის
დირექციის
გადაწყვეტილებით, 10
დეკემბრიდან დუტა
სხირტლაძე „ტელეიმედში”
აღარ მუშაობს“, - წერია
„იმედის“ ფეისბუკგვერდზე
გავრცელებულ
ინფორმაციაში. აღნიშნულ
ფაქტს სოციალურ ქსელში,
სოცქსელის მომხმარებელი, 2007
წლის ნოემბრის თვეში
გამართული აქციების
მონაწილე გამოეხმაურა და
სხირტლაძის
ტელეკომპანიიდან გაშვების
ფაქტს სამართლიანობის
აღდგენა უწოდა.
„ეს არის საბოლოო ჯამში
პოლიტიკური პროცესი და
მხოლოდ იმაზე აქცენტის
გაკეთება, რომ ბევრი
პოლიტიკოსი აქციაზე დგას,
საკმარისი არაა“, - წერს
საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი,
მსჯავრდადებული მიხეილ
სააკაშვილი ბოლო კვირების
განმავლობაში გამართული
საპროტესტო აქციების
შესახებ სოციალურ ქსელში.