სოციალური მედია • 1776235063
„კოალიცია ცვლილებისთვის“
ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა
გვარამიას პოსტმა, სადაც
მან ოპონენტების
მისამართით ფრაზა
„პოლიტიკური აუტისტები“
გამოიყენა, საზოგადოების
პროტესტი გამოიწვია. შშმ
ბავშვის მშობელი დავით
მოსიაშვილი ნიკა
გვარამიას მიერ
გამოყენებულ ტერმინს -
„პოლიტიკური აუტისტები“
სოციალურ ქსელში
ეხმაურება. მოსიაშვილი
იხსენებს წლების წინ
მომხდარ ინციდენტს,
როდესაც პოლიტიკოსს,
ტელევიზიის
დირექტორობისას, შშმ
პირების დაცინვის გამო
ბოდიშის მოხდა მოუწია და
აცხადებს, რომ გვარამიას
ამჟამინდელი
გამონათქვამიც მისი
არაჯეროვანი
დამოკიდებულების მორიგი
დასტურია. მოსიაშვილის
თქმით, გვარამიას რიტორიკა
ადასტურებს, რომ სტიგმის
გაძლიერება მისთვის
ჩვეული მეთოდია, რისთვისაც
პასუხისმგებლობის
დაკისრებას კვლავ აპირებს.
იხილე მეტი