ტაბლოიდი • 1791546440
ცნობილი
ინტერნეტპროექტის, „ლელას
voice“-ის ავტორმა, მსახიობმა
თეონა ლეჟავამ „იუთუბიზე“
საკუთარი პოდკასტი
წამოიწყო. მისივე თქმით,
პროექტი „ლელას voice“ უკვე
თითქმის რვა წელია
არსებობს, თუმცა ვიდეოების
გახმოვანების პროცესი და
საკუთარი ოფისი/სამუშაო
სივრცე საზოგადოებას
პირველად სწორედ ამ
ეპიზოდში აჩვენა. ახალი
პოდკასტის პირველი
სტუმარი მოდელი
ალექსანდრა პაიჭაძე გახდა.
გადაცემაში მათ ერთობლივი
პროექტების პერიოდი
გაიხსენეს, ისაუბრეს
ქალისა და მამაკაცის
ურთიერთობებზე,
სტერეოტიპებთან ბრძოლასა
და „მაღალ ვიბრაციებზე“.
იხილე მეტი