საზოგადოება • 1728560448
„ეს ე.წ. პრეზიდენტი,
რომელიც კონსტიტუციას
ყოველდღე არღვევს და
რომელსაც ფაქტობრივად,
ლეგიტიმურობა არ გააჩნია,
თავს ამკვიდრებს
არალეგიტიმურ
მოქმედებებში და ვინც მას
მხარს უჭერს, ვინც
იმპიჩმენტს არ დაუჭირა
მხარი, არიან ის ძალები,
რომლებიც ლეგიტიმურად არ
მოქმედებენ, ყველანაირად
მოქმედებენ უცხოური
აგენტების სახით, ანუ არ
მოქმედებენ საქართველოს
არჩევნების
დამოკიდებულებით, არამედ,
მოდიან ვიღაცების
ინტერესების
გატარებისთვის“, -
აღნიშნულის შესახებ
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა
სტეფანემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმ
შემთხვევაში, თუ
გადატრიალება მოხდება და
უცხოეთის გავლენის ქვეშ
მყოფი პოლიტიკური
პარტიები მოვლენ ქვეყნის
სათავეში, მათი პირველი
დავალება იქნება
გეი-აღლუმის ჩატარება, რაც
საზოგადოების
უმრავლესობის
უკმაყოფილებას და
ვითარების დაძაბვას
გამოიწვევს.
იხილე მეტი