Digest Logo

„14-ის ვიყავი. ბავშვები სოფელში დამალობანას ვთამაშობდით ჩემი ძმის ძმაკაცმა სასქესო ორგანოზე დამიწყო შეხება, პირზე ხელი ამაფარა და მის ოთახში შემათრია...“

1637603289
სექსუალური_ძალადობა

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ვარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.

გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად ისტორიას ჰყვება 14 წლის გოგო, რომელიც საკუთარი ძმის ძმაკაცმა გააუპატიურა. 

„14-ის ვიყავი. ბავშვები სოფელში დამალობანას ვთამაშობდით. მე თავს დიდად ვთვლიდი და ბავშვური თამაშები მივიწყებული მქონდა, მაგრამ ბავშვები ატყდნენ, გვეთამაშეო და მეც მომბეზრდა ამდენი ვედრება და დავთანხმდი.

ვიყავით მე ჩემი ძმა (9წლის) და მისი ორი მეგობარი საბა (16 წლის), გიო (15 წლის). მე და საბა ერთად დავიმალეთ მის სახლში, იმიტომ, რომ მან დამარწმუნა, რომ იქ წავსულიყავით. ამას დაჟინებით მოითხოვდა და ცოტა დავეჭვდი, მაგრამ გავატარე და წავყევი. მეორე სართულზე დავიმალეთ, მისი ოთახის წინ.
უცებ სასქესო ორგანოზე დამიწყო შეხება. დავუყვირე, გაჩერდი-მეთქი და ამან საშინლად გააბრაზა. პირზე ხელი ამაფარა და მის ოთახში შემათრია.

როგორც შემეძლო, წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ჩემზე ძლიერი იყო… საბოლოოდ მიიღო ის, რაც უნდოდა და გამაუპატიურა… ჩავიცვი და უკვე გაქცევას ვაპირებდი, რომ შემომატრიალა და დამემუქრა, რომ თუ ვინმეს ვეტყოდი, ჩემს ძმას მოკლავდა და ველურად მაკოცა (ტუჩებში)…

ეს ამბავი ვერავის ვუთხარი, ვერ გავბედე, მაგრამ მე შეცდომა დავუშვი… გთხოვთ, არ მომბაძოთ ამაში და უთხარით ახლობლებს“- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„15 წლის ვიყავი, შარვალი ჩაიწია და უკანალზე რამდენჯერმე მომედო, თავის სასქესო ორგანოთი…“ - ძალადობის მსხვერპლის მძიმე ისტორია

🔵„არ მინდოდა მასთან სექსი, არ ვიცოდი არაფერი სექსის შესახებ ის კიდევ მეუბნებოდა, მატყუებდი და ქალიშვილი არ იყავიო...“

🔵„ჩემი ნამდვილი ძმა წლებია უკვე ძალადობს ჩემზე, მისთვის ბო*ი ვარ... ბევრი მეტყვის, რომ დედას ვუთხრა, მაგრამ...“

🔵„თხილის კრეფა დავიწყე, სწავლის საფასური რომ გადამეხადა, ბაბუის ტოლა კაცმა კი ნომერი მთხოვა, გავქვავდი, მინდოდა, მეკივლა საშინელებები მეთქვა, მაგრამ გავჩუმდი, რადგან...“

🔵„იმ დღეს მუხლებს ქვემოთ ელასტიკი მეცვა, ჩემი და ჩურჩულით მეუბნება, უკან არ გაიხედო, მწყემსი მოგვყვებაო. მინდა, ყველამ იცოდეს ერთი რაღაც...“