„ქრონიკამ“ მოიპოვა ექსკლუზიური ფოტომასალა ბინიდან, სადაც მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, სავარაუდოდ, სახლის ჩამონგრევა მოჰყვა. ფოტოები კორპუსის ჩამონგრევამდე 48 საათით ადრეა გადაღებული და კადრებზე ჩანს, რომ ბინას საყრდენი კედლები, ფაქტობრივად, გამოცლილი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.
სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 გარდაცვლილია. ერთი ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს - კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა - სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ” – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა
🔵VIDEO: ვინ არის დედა-შვილი, რომელიც ბათუმში ნანგრევებიდან ამოიყვანეს
🔵„ვგლოვობ მამას, პატარა ანგელოზები რომ უნდა მიაბაროს მიწას" - ნიკოლოზ რაჭველი
🔵VIDEO: მაშველებმა ნანგრევებში დედის და 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
🔵„ვიხოცებით იმის გამო, რომ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე ფეხზე გვკიდია" - რას წერს ზურა ბალანჩივაძე
წყარო: www.imedi.ge