ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი სოციალურ ქსელში იმ კაცის შესახებ წერს, რომელსაც 12 წლის შვილი და მეუღლე ტრაგიკულად გარდაეცვალა. ბათუმში, ბინის ჩამონგრევის მომენტში, მისი მცირეწლოვანი ბავშვი ონლაინ გაკვეთილებს ესწრებოდა.
„კაცი, რომელიც მაღაზიაში გავიდა და უკან მოსულზე 12 წლის ონლაინ გაკვეთილზე მყოფი შვილი და მეუღლე ნანგრევებში დახვდა.
ლოდინისას, ინტერვიუზე უარი მითხრა, თუმცა პირად საუბარში თქვა, რომ 1 წუთიც არ უძინია, არ მოცილებია ადგილს, სადაც ცოლ-შვილს ცოცხალს ელოდა….
ეს წუთებია 2 ცხედარი ამოიყვანეს, ტირის რომ ოჯახი აღარ ჰყავს“, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: როგორ გამოიყურებოდა ბინა, ჩამონგრევამდე 48 საათით ადრე
🔵„ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ” – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა
🔵VIDEO: ვინ არის დედა-შვილი, რომელიც ბათუმში ნანგრევებიდან ამოიყვანეს
🔵VIDEO: მაშველებმა ნანგრევებში დედის და 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს