გუკა რჩეულიშვილი წყნეთში გატარებულ დღეებზე, თავის ყოველდღიურობასა და მეზობლებთან კომუნიკაციაზე ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს.
მისი დაკვირვებით, მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის დემნა გვასალიას კრეატიული სტილი, წყნეთში ჯერ კიდევ სოხუმიდან ჩამოსულებმა შემოიტანეს.
„ბევრი წელია წყნეთში ვცხოვრობ, ეს ბოლო დრო კი მას აღვიქვამ კიდევაც, რამდენიმე თვეა ფეხით დავდივარ ყოველდღე 5-6 კილომეტრს და ამ დაბის თავისებურებას ვაკვირდები.
წყნეთელები ძირძველი ქართლელები არიან, უშუალო ხალხი პურიტანული სულით და ხისტი მანერებით, აქ უკვე ბევრი თბილისელი სახლობს ეკლეკტურები, ზოგი მაღალი და ზოგი დაბალი, მათ ყოველთვის სადღაც ეჩქარებათ. ასევე უამრავი დევნილი აფხაზეთიდან, მათ ზღვა ჩამოჰყვათ , სუხუმური „გოვორი“ და ის შავი, ახლა რომ დემნამ სამყაროს ჩააცვა.
ადამიანები ყოველდღიურად სოფლის ცენტრში ერთმანეთს ვხვდებით ვცვლით ინფორმაციას და ვვაჭრობთ, მერე კი ყველა თავის ალტმანის ფილმების მსგავს ისტორიაში ბრუნდება, რომ მეორე დღეს ისევ შევხვდეთ“, - წერს გუკა რჩეულიშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„დღეს ადამიანებმა ყველაფერი ღირებული დაკარგეს და ძეგლებს დაემსგავსნენ…“ - პეტრე კოლხი
🔵„როგორ მყვარებიხარ ბიჭო … ერთხელ შენც გეთხოვა რამე ჩვენთვის… იქნებ შეგვეძლო…“ - ქრისტინე იმედაძე