Digest Logo

„იმ ერთი შვილისთვის გაძლოს რამენაირად, ვინც დარჩა ამ ქვეყანაზე“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი ბათუმელ კაცზე, რომელსაც ცოლ-შვილი დაეღუპა

1633770657
მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალური ქსელში, ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და იმ კაცზე წერს, რომელსაც შემთხვევის შედეგად ცოლი და ორი შვილი  გარდაეცვალა. 

„ღმერთო რამენაირად გააძლებინე იმ კაცს ან რაღა აზრი აქვს ??? მე გავნადგურდი და ის რა დღეში იქნება. იმ ერთი შვილისთვის გაძლოს რამენაირად, ვინც დარჩა ამ ქვეყანაზე. არ ვიცი რაებს ვწერ.

შეგრძნება მაქვს რომ გული გამისივდა და უნდა გასკდეს", - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

სამაშველო სამუშაოებში რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს.

კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს. მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.

უშუალოდ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ადამიანი, ერთი ქალი და ერთი კაცი ამოიყვანეს. მოგვიანებით კი ნანგრევებში ასაკოვანი ქალის ცხედარი იპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ეს ლამაზი და სათნო გოგო ჩემი მოსწავლე იყო... სიკვდილიც ხომ სასტიკად გამორჩეული ხვდა წილად“ - ინგა მეკეიძის მასწავლებელი

🔵„ამ უბედურების შემქმნელსაც მოუყომარებს საქმეს ვინმე ბიძერი, ან ანაფორაში გამოწყობილი ყოფილი ბიძერი“ - ლექსო ლეკიაშვილი

🔵„ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ..." გელა დაიაურის მიმართვა ბათუმელ კაცს

🔵„ესაა ჯოჯოხეთი... დაანთო ისეთი ცეცხლი, ქვეყნის დასალიერსაც რომ მისწვდა" - რუსუდან ცხომელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

🔵„ვიხოცებით იმის გამო, რომ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე ფეხზე გვკიდია" - რას წერს ზურა ბალანჩივაძე

🔵„11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება" - რა გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა

🔵რა გახდა ბათუმში ბინის ჩამონგრევის მიზეზი და რა ბრძანება გასცა საჯარო რეესტრმა შემთხვევის დღეს

🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დაკარგა

🔵„ნანგრევებში გადარჩენილი მოქალაქეებისთვის პირველად ნივთებს, ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ“