ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება. ამბობს, რომ არასწორ მშენებლობას, სამედიცინო დახმარებით გარდაცვლილს, უსამართლობასა და ყველაფერს ერთი მიზეზი აქვს და ეს ჩვენ ვართ.
„თვალის გახელის მეშინია, ყოველ დილით იმდენი უბედურება მხვდება საქართველოდან. არასწორ მშენებლობას, არასწორი სამედიცინო დახმარებით გარდაცვლილს, უსამართლობას ყველაფერს ერთი მიზეზი აქვს და ეს ჩვენ ვართ… ჩვენი უპასუხისმგებლობა, დუმილი ბოროტებაზე, კორუფციაზე, უკანონობაზე, უცოდინრობაზე, უსინდისობაზე…
ჩვენი კონფორმიზმი ხდის შესაძლებელს ქვეყანაში არასდროს არაფერი მუშაობდეს. სწორედ ასე გვეხება ყველას, ექიმს, მუსიკოსს, მეწაღეს, მშენებელ და ასე შემდეგ პოლიტიკა. ის ქმნის გარემოს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, ჩვენი შვილები უნდა განვითარდნენ. ეს გარემო რომ ჯანსაღი იყოს და არ კლავდეს ამისთვისაა საჭირო ჩინოვნიკები პატიოსანი, მშრომელი პროფესიონალები გვყავდეს. კორუფცია და არაპროფესიონალიზმი ისევე კლავს როგორც უკურნებელი დაავადებები, ერთი განსხვავებით, პირველ შემთხვევაში სიკვდილის შეჩერება შეგვიძლია თუ ვიბრძოლებთ საკუთარი უფლებებისთვის.
ყველა ადამიანის უფლებაა ჰქონდეს მოწესრიგებული, სამართლიანი, უსაფრთხო გარემო. ჩვენი შრომით ვიხდით იმ ჩინოვნიკების ხელფასს ვინც მაგალითად ამ სახლში მიმდინარე რემონტზე იყო პასუხისმგებელი. ამიტომაც უნდა გვადარდებდეს რა პრინციპით ირჩევენ იმ პოზიციისთვის ჩინოვნიკს. ჯანსაღ სახელმწიფოში პროფესიონალიზმია ასეთი კრიტერიუმი. ჩვენნაირ ქვეყანაში კორუფცია გვითხრის საძირკველს და გვინადგურებს მომავალს.
დავსჯით ახლა მეასე ხარისხოვან ჩინოვნიკს და ამით დავასრულებთ გლოვას რამდენიმე დღეში… სამართლიანობა და პროფესიონალიზმია უსაფრთხო ქვეყნის უპირობო საძირკველი.
გისამძიმრებ ჩემო საძირკველ გამოთხრილო საქართველო უბედურებას…“,- წერს ნანა გეგეჭკორი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სახლი, რომელიც მთელ საქართველოს თავზე ჩამოენგრა“ - ანრი ჯოხაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე
🔵VIDEO: „როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, უნდა გადადო თუხთუხი!” - რა ხდებოდა ბათუმში ტრაგედიის ღამეს
🔵VIDEO: ვინ არის დედა-შვილი, რომელიც ბათუმში ნანგრევებიდან ამოიყვანეს
🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვა