ტელეწამყვანი და პიანისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მისი საყვარელი ადამიანის დაღუპვის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.
შარანგიას პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემი ბავშვობა დამთავრდა…. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი… ციკა დამთავრდა…. მაგრამ დამთავრდა მხოლოდ აქ… გაგრძელდება იქ, სადაც სჯეროდა გაგრძელების… სადაც უნდოდა მარადიულად გადაენაცვლა…. სჯეროდა სიკეთის, სჯეროდა მზრუნველობის. სჯეროდა რომ მისი თბილი ხელებით ყველა უნდა გაებედნიერებინა. გაგვაზარმაცა და გაგვალამაზა ყველა. ჩვენი ოჯახი ერთობით გამოირჩევა და ამ ერთობის, სიმყუდროვის, სიყვარულის უმთავრესი მიზეზი სწორედ ის იყო…
მაპატიეთ მეგობრებო… პირველად რომ საუბარი და წერა მიჭირს.
პანაშვიდები - სამშაბათი, ოთხშაბათი - ყაზბეგის 34 ა. II სადარბაზო. 4 სართული.
გასვენება - ხუთშაბათს, 14 საათზე. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან.
ერთს გეტყვი მხოლოდ ცი - მადლობა, უდიდესი მადლობა იმ ამაგისთვის რაც გაქვს და რაც შეუფასებელია მთელი ჩვენი დიდი ოჯახის მიმართ და ბოდიში. ბოდიში, რომ ვერ გითხარი ყოველდღიურად თუ როგორ მიყვარხარ! ბავშვობა მოგყვება ჩემი… ცრემლი კი - უამრავი ადამიანის, ვფიქრობ ყველასი ვისაც ერთხელ მაინც გასაუბრებიხარ“, - წერს თათია შარანგია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ოოოოხ, როგორ მენატრება“- ელენე ფოჩხუას ემოციური სტატუსი გარდაცვლილ ძმაზე