სვეტიცხოვლის დეკანოზი მამა პეტრე კვარაცხელია ადამიანურ კომპლექსებზე, პიროვნულ ზრდასა და გამბედაობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სასულიერო პირი საკუთარ მაგალითს ჰყვება და აღნიშნავს, თუ როდის იყო ბულინგის მსხვერპლი და როგორ გადალახა ეს კომპლექსი.
„არ არის უხერხული, როცა საკუთარ ემოციას გამოხატავ და თავისუფლად შეგიძლია სიტყვით წარმოთქვა ის, რასაც გრძნობ…
არ არის უხერხული, ხშირად უთხრა ახლობელს, თუ ეს მართლა ასეა და მოგენატრა, გიყვარს…
პირიქით, აუცილებელიც არის, რადგან ასე დავძლევთ ამპარტავნობას, სიამაყეს და პირველი გადავდგამთ ნაბიჯს სიკეთისკენ, ადამიანურობისკენ...
ვერასდროს გავიზრდებით, თუ კომპლექსებს არ მოვერევით და მის ჯანსაღი მიდგომებით ჩანაცვლებას ვერ მოვახდენთ…
მახსოვს, პირველი ლექსი ძალიან პატარამ დავწერე და საახლობლოში რომ გაიგეს, დამცინეს, ლექსის წერა რა კაცის საქმეა, სირცხვილია სადმე არ წამოგცდესო…
დავითრგუნე და ერთი კვირა მაინც ვიბრძოლე საკუთარ თავთან, მართლა იყო თუ არა უხერხული „კაცს” ლექსი დაეწერა…
საბოლოოდ მაინც ჩემი თავი დამეხმარა და დავძლიე პროვინციალური კომპლექსი რადგან გამახსენდა კაცი იყო გრანელი, მირზა გელოვანი, ლადო ასათიანი, გალაკტიონი, ვისაც ყოველდღიურად ვკითხულობდი და მათზე უკეთესი კაცები ცხოვრებაში არ შემხვედრია…
დამცინოდნენ მაშინაც, როცა სანთლით ხელში, ძალიან პატარა ასაკიდან ეკლესიაში მივდიოდი…
სინამდვილეში ამ მენტალობის ნაწილაკები ვართ… შეიცვალა რამე?! დიდად არაფერი…
ჰოდა, შევცვალოთ… ყველა ვერ გაუძლებს ზეწოლას და ვინ იცის, იმის შიშით, რომ ლექსის წერა არ არის კაცური საქციელი, რამდენი შემოქმედი ჩაკვდა საკუთარ თავში…
ან პირიქით, კაცობის კლასიკური გამოვლენის გამო რამდენი გახდა კრიმინალი, მოძალადე და დამნაშავე…
ორივეს არშემდგარი საზოგადოება უწყობს ხელს!..
ორივე ჩვენი ნაწილია და ასე მოვდივართ დღემდე, ოღონდ ეს გზა არსად არ მიდის!..“ - პეტრე კოლხი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს მოერიდეთ ნერვიულობას და ზედმეტ ფორიაქს“ - მიხეილ ცაგარელი
🔵მიხეილ ცაგარელის 9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი„ვერც კი წარმოვიდგენდი ბოროტების მაშტაბებს
🔵რასაც კომენტარებში ან პირად წერილებში ვაწყდები ხოლმე“ - ნანა გეგეჭკორი