თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
„ძნელია სიტყვებით გამოხატო ტკივილი და მწუხარება, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.ბათუმში მომხდარი შემზარავი შემთხვევა საერთო ტრაგედიაა.ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ახლობლების, სრულიად საქართველოს მწუხარებას“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, ბათუმში 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას ბათუმში 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.
ამასთან, ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი პირი მკურნალობას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. ექიმის თქმით მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ კონტროლირებადია.
26 მაისის ქუჩაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
ამავე თემაზე👇
🔵„ვგლოვობ მამას, პატარა ანგელოზები რომ უნდა მიაბაროს მიწას" - ნიკოლოზ რაჭველი
🔵VIDEO: მაშველებმა ნანგრევებში დედის და 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
🔵„ვიხოცებით იმის გამო, რომ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე ფეხზე გვკიდია" - რას წერს ზურა ბალანჩივაძე