Digest Logo

„ამ უბედურების შემქმნელსაც მოუყომარებს საქმეს ვინმე ბიძერი, ან ანაფორაში გამოწყობილი ყოფილი ბიძერი“ - ლექსო ლეკიაშვილი

1633769349
ლექსო ლეკიაშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლექსო ლეკიაშვილი ბათუმში, წლების წინ მომხდარ ხანძარს იხსენებს, რომლის დროსაც ერთ-ერთ სასტუმროში ხალხი დაიღუპა. ამბობს, რომ იმ შემთხვევის  შემდეგ არაფერი შეცვლილა, არც სათანადო ზომები მიუღიათ და არც საევაკუაციო სისტემა გამართულა. მისი თქმით, ჭკუას ვერც 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიიდან ვისწავლით.

„რამდენიმე წლის წინ ბათუმში ხანძარი რომ იყო და სასტუმროში ხალხი გაიგუდა, მივიღეთ რამე ზომები და ყველა შენობას აქვს ხანძარსაწინააღმდეგო და საევაკუაციო სისტემები?

ამაშია საქმე. არც ახლა ვიზამთ რამეს. ისევ ისე იქნება ყველაფერი. იქნება სამძიმრები, გლოვა, ერთმანეთისა და ჟურნალისტების გინება... ორი დღეც არ იქნება გასული, რომ რომელიმე ბიძერი ან ბიძერის სიძე მუშებს აიყვანს სახლში და „ზალასა“ და „სპალნას“ გააერთიანებს - სტუმრიანობა რომ ექნება, მეტი ხალხი რომ დაატიოს და მეტს სცეს პატივი.

ჰოდა, ამიტომაც ვსხედვართ პატივში, ყელამდე და კიდევ დიდხანს ვისხდებით. P. S. კინაღამ დამავიწყდა - ამ უბედურების შემქმნელსაც მოუყომარებს საქმეს ვინმე ბიძერი, ან ანაფორაში გამოწყობილი ყოფილი ბიძერი - მიცვალებულებს ხომ ვერ გავაცოცხლებთ და ეს პატიოსანი კაცი რაღატომ გავწიროთ საციხედო", - წერს ლექსო ლეკიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ..." გელა დაიაურის მიმართვა ბათუმელ კაცს

🔵„ესაა ჯოჯოხეთი... დაანთო ისეთი ცეცხლი, ქვეყნის დასალიერსაც რომ მისწვდა" - რუსუდან ცხომელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

🔵„ვიხოცებით იმის გამო, რომ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე ფეხზე გვკიდია" - რას წერს ზურა ბალანჩივაძე

🔵„11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება" - რა გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა

🔵რა გახდა ბათუმში ბინის ჩამონგრევის მიზეზი და რა ბრძანება გასცა საჯარო რეესტრმა შემთხვევის დღეს

🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დაკარგა

🔵„ნანგრევებში გადარჩენილი მოქალაქეებისთვის პირველად ნივთებს, ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ“

🔵„არ ვიცი, აღარაფერს აზრი არ აქვს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე

🔵„გვაქვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი და დაუზუსტებელი შოკი" - როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა