Digest Logo

„ვიხოცებით იმის გამო, რომ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე ფეხზე გვკიდია" - რას წერს ზურა ბალანჩივაძე

1633767078
ზურა ბალანჩივაძე

ჟურნალისტი, ზურა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.ამბობს, რომ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ქართველებს სხვისი და საკუთარი სიცოცხლე „ფეხებზე გვკიდია".

„რაც უფრო დაბალია განათლებისა და ემპათიის დონე, მით უფრო თვითდესტრუქციულია საზოგადოება.

ირონიულად გვეღიმება ხოლმე ევროპის წამყვანი ქვეყნების მოსახლეობის გაფაციცებულ სიფრთხილეზე, სრულიად უცნობი და არაგაჭირვებული ადამიანების მიმართ სოლიდარობაზე და ა.შ. გვეღიმება და გვგონია, რომ იქ მეტი სადარდებელი არა აქვთ.

ნაწილობრივ ეგრეცაა, რადგან ცხოვრების დონე იქ მაღალია, მაგრამ ეს მხოლოდ ეკონომიკის დამსახურება არაა, ეს, დიდწილად, ჯანსაღი განათლებისა და მაღალი სამოქალაქო შეგნების შედეგიცაა.

ერთი არასწორი მშენებლობა, ერთი უკანონო მიშენება/დაშენება, ერთი არგაკეთებული საავარიო გასასვლელი, ერთი არგაკეთებული პირბადე, ერთი ნასვამი საჭესთან... ნებისმიერი ერთი გამონაკლისი ყოველთვის ქმნის გამონაკლისების ჯაჭვს და ზრდის უბედური შემთხვევების შესაძლო რაოდენობას და ჩვენ ყველაფერ ამის შედეგებს გარდაცვლილებით ვიმკით.

ვიხოცებით იმის გამო, რომ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე ფეხზე გვკიდია. იმიტომ, რომ ვართ არა განვითარებაზე, არამედ თვითგანადგურებაზე ორიენტირებული ხალხი. არ ვსწავლობთ, შორს არ ვიხედებით, მხოლოდ საკუთარ წამიერ მოგებაზე ვფიქრობთ და მერე „უფალო გვიშველე"-სა და „ღმერთო, გადაარჩინე"-ს იმედად ვართ.

ძალიან ადვილია ასე: ხალტურა ყველაფერში და მერე ვიღაც დაღუპულზე მოთქმა. 2-3 ცრემლიანი პოსტი და კომენტარი და მერე ისევ იგივე ცირკი, სანამ მომდევნო უბედურება არ მოხდება.

ვინ არის გარანტი, რომ მომდევნო შენ არ იქნები ან მე? ვიღაცის არშეკრული ღვედის გამო, ვიღაცის არასწორად დაპროექტებული შენობის გამო, ვიღაცის ხრუშოვკაზე მიშენება/დაშენების გამო, ვიღაცის დაზარებული პროფილაქტიკური შემოწმების გამო, ვიღაცის აუცრელი ძაღლის გამო, ვიღაცის აუცრელობის გამო,
ვიღაცის „უკეთესი" სანაცნობო წრის გამო...

ნამდვილად არ მინდა გლოვისა და ლანძღვის ქადაგება. ეგ ზუსტად რომ არ არის გამოსავალი. ყველამ ვიცით, რაც არის: ჩვენი საკუთარი საქციელი, შეგნება და ცვლილება. ვერცერთი ხელისუფალი ვერ შეგცვლის, თუ შენ თვითონ არ გინდა და თუ ცვლილება გინდა, დაიწყე შენით და შენში. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას", - წერს ზურა ბალანჩივაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება" - რა გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა

🔵რა გახდა ბათუმში ბინის ჩამონგრევის მიზეზი და რა ბრძანება გასცა საჯარო რეესტრმა შემთხვევის დღეს

🔵VIDEO: „მამა, ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო..." - კაცი, რომელმაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დაკარგა

🔵„ნანგრევებში გადარჩენილი მოქალაქეებისთვის პირველად ნივთებს, ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ“

🔵„არ ვიცი, აღარაფერს აზრი არ აქვს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე

🔵„გვაქვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი და დაუზუსტებელი შოკი" - როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა

🔵„კიდევ სამ ადამიანს ვეძებთ“ - ვახტანგ გომელაური

🔵„ორი დღე მაინც შეიკავეთ თავი, სანამ არ დასრულდება ცოცხლად ჩამარხული ბოლო ადამიანის მოძიება" - ვის მიმართავს თამარ ივერი

🔵36 წლის ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა