Digest Logo

ყელის საშინელმა ტკივილმა გამომაღვიძა, რასაც დაემატა 39 გრადუსი სიცხე - რას წერს ზურა ბალანჩივაძე

1636620816
ზურა ბალანჩივაძე

ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გრიპის ვაქცინით აიცრა. 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც  გასულ წლებში სეზონურმა ვერაგობამ ბევრი ადამიანი დააკარგვინა იმავეს განმეორება აღარ სურს.

 

„გუშინ გრიპზე ავიცერი.

მას შემდეგ, რაც 2018 და 2019 წლებში ამ სეზონურმა ვერაგობამ ადამიანობა დამაკარგინა, არ ვაპირებ იმავეს გამოცდას. თან ამ პანდემიის პირობებში.

მახსოვს, პირველ შემთხვევაში, ყელის საშინელმა ტკივილმა გამომაღვიძა, რასაც დაემატა 39 გრადუსმა სიცხე. მეორედ კი ერთი თვის განმავლობაში ვახველე. დამიზიანდა სახმო სიმები და ნერვები. 2 თვის განმავლობაში დავდიოდი იმ შეგრძნებით, რომ ყელში რაღაც მქონდა გაჩხერილი და ვერ ვყლაპავდი...

ჰოდა ახლა ერთით ნაკლები შიში მაქვს.
პირადად მე ღუდუშაურის კლინიკაში გავიკეთე. ღირს 80 ლარი და იცავს ერთი წლით. რისკჯგუფებისთვის არის უფასო.

ასე რომ, ვინც ამბობთ, რომ მხოლოდ კორონას ვაქცინას არ ენდობით, მაშინ ამით მაინც აიცერით. კორონასგან არა, მაგრამ არანაკლები საშინელებისგან ნამდვილად დაგიცავთ“, - წერს ზურა ბალანჩივაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵თუ ორგანიზმი D ვიტამინს საჭიროებს, მაშინ თქვენ აუცილებლად გექნებათ ეს სიმპტომები

🔵პაციენტი, რომელიც ებრძვის კოვიდს და არის უმძიმესი - ჩანაწერს უყურებ და არავაქცინირებული, მითხარით რა უნდა გავაკეთოთ ექიმებმა - დავით გაგნიძე

🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია  - რას წერს გიორგი ფხაკაძე

🔵„ქვეყნის ჩაკეტვა არ გაბედოთ, თუ დასაშვებია ათეულობით ათასი ადამიანისგან შემდგარი აქციები, მაშინ დაშვებულია ჩვენთვისაც, ვიცხოვროთ“ - ოთო აბესაძე

🔵„ორჯერ აცრილმა დამაინფიცირა, ეს კი იმის ბრალია, რომ არავის და არაფერს ერიდებიან...“ - რას წერს ივერი

🔵„არ გვინდა ნერვიულობა და წინასწარი ნეგატიური სცენარები, კარგ ამბავს სიხარულით შევხვდეთ...“ - რას წერს ეპიდემიოლოგი