სოციალური ქსელის მომხმარებელი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე იმუნიზაციის პროცესზე საუბრობს და ანტივაქსერებს მიმართავს. ამბობს, რომ ის ანტივაქსერები, ვინც გაჰყვირიან, რომ აცრა კლავს, აავადებს და ცდილობენ შიში, პანიკა, უიმედობა ჩაუნერგონ აცრილ ადამიანებს, არიან ყველაზე უთავმოყვარეო, უნამუსო, უსულგულო, უვიცი და ბოროტი ადამიანები დედამიწის ზურგზე!
„ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება! ამაზე 2 აზრი არ არსებობს, მაგრამ...
ის ანტივაქსერები, ვინც გაჰყვირიან, რომ აცრა კლავს, აავადებს და ცდილობენ შიში, პანიკა, უიმედობა ჩაუნერგონ აცრილ ადამიანებს, არიან ყველაზე უთავმოყვარეო, უნამუსო, უსულგულო, უვიცი და ბოროტი ადამიანები დედამიწის ზურგზე!
ამას ვაცხადებ მთელი ჩემი შეგნებითა და პასუხისმგებლობით!
ავიცერი, მაგრამ არცერთ ანტივაქსერთან არ მივსულვარ და 1 სიტყვაც კი არ მითქვამს სწორედ იმიტომ, რომ მიმაჩნია თვითონ უნდა გადაწყვიტოს ნებისმიერმა ადამიანმა აიცრას თუ არა! ვთვლი, რომ არ მაქვს უფლება ჩემი პოზიცია თავს მოვახვიო ვინმეს!
ვინ მოგცათ უფლება, რომ დააშინოთ, წყევლოთ, უაზროებად და უტვინოებად მოიხსენიოთ ადამიანები და კიდევ უფრო უარესი, უმტკიცოთ, რომ რაღაც ვადაში საშინელება დაემართებათ!
ვინ მოგცათ უფლება ასე თავით ფეხებამდე ჩავარდეთ სხვის არჩევანსა და ცხოვრებაში!
უდიდეს პატივს ვცემ ნებისმიერი ადამიანის აზრსა და გადაწყვეტილებას! დიდ პატივს ვცემ იმ ვაქსერებსა, თუ ანტივაქსერებს, ვინც ერთმანეთს არ უვარდებიან სახლში, ტვინში და ცხოვრებაში!
მამაჩემი არ იცრება და მისთვის რაიმეს თქმის უფლებასაც კი არ ვაძლევ საკუთარ თავს იმიტომ, რომ მან თავად უნდა მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება!
საიდან ამდენი უფლებები?! როდის აინთება შუქი საქართველოში ბოლოს და ბოლოს!? ამოვიდა ყელში ამდენი იდიოტის უაზრო სიბრძნეები!“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„კარგი ამბის სათქმელად ვარ მოსული“ - რას წერს აკა სინჯიკაშვილი (ფოტო)
🔵„ეს ყველაფერი რომ ხალხს ენახა, ქუჩაში ვერ გაივლიდნენ ნაციონალები“ - რას წერს ანა მიქაძე