საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დედას დაბადების დღეს ემოციური სტატუსით ულოცავს. ამავე პოსტში კეკელიძე დედას ბოდიშსაც უხდის იმის გამო, რომ დღეს ფიზიკურად მისგან შორს არის.
„19 დეკემბერი დედაჩემის დაბადების დღეა.
და რადგან ნიკოლოზობაცაა, დგას დედაჩემი ტაძრის შესასვლელთან, კუთხეში, ლოცულობს და ტირის,
რომ მისი შვილი არ ჰგავს სხვების შვილებს, რომელთაც უკვე შვილები ჰყავთ და იმ შვილებთან ერთად ტაძარშივე დგანან.
მისი საამაყო შვილი, რომელიც მეზობლებმა გუშინ ტელევიზორში ნახეს და მეზობლებს უკვირთ, რატომ ტირის დედაჩემი, როცა მისი შვილი გუშინ ტელევიზორში ნახეს. ეს მე ვიცით და დედაჩემმა.
დედაჩემი ძალიან გამხდარია, თითქოს ჩრდილიც დაეკარგა - ისე. გამხდარია და ტირის.
დედაჩემმა წერა მასწავლა.
ღამეს ვათენებდით, რომ ყველაზე ლამაზი ასოები გამომეყვანა და დედაჩემმა იცის, რომ დღეს საშინლად ვწერ. დედაჩემმა ლექსები მასწავლა და დედაჩემმა იცის, რომ დღეს არცერთი მახსოვს ზეპირად.
დედაჩემმა ლოცვა მასწავლა, ღმერთი მასწავლა და დღეს ჩემ მაგივრად, მის წინ ჩემი კლასელები დგანან და ლოცულობენ. მაპატიე დედა და გილოცავ!“, - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა - არ აჰყვეთ პროვოკაციებს“ - ცაგარელის რჩევა
🔵19 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოში
🔵„არ მჯერააა!!! ჯერ კიდევ შოკში ვარ“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული ნიჭიერის გამარჯვებულია