ქართველი მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი მუსიკოს ნეკა სებისკვერაძეს დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ბავშვობიდან მოყოლებული, მთელი წლის განმავლობაში, ველოდები ხოლმე 9 დეკემბერს, რადგან ჩვენს სამეგობროში ეს თარიღი უძვირფასეს ნეკას უკავშირდება.
ვინ მოთვლის რამდენი 9 დეკემბერი გვაქვს ერთად გატარებული დაუვიწყარი და უტკბილესი მოგონებებით!
ამასობაში გავიზარდეთ და ჩვენი მეგობრობა, ურთიერთსიყვარული და გულშემატკივრობა გრძელდება დღესაც, იქნება ვიდრე ვისუნთქებთ და ვიაზროვნებთ, რადგან ნეკა ის უნიკალური გოგოა, ვისთან ურთიერთობაც ნამდვილი ბედნიერებაა!
ვულოცავ ჩემ მეგობარს მორიგ 9 დეკემბერს, თარიღს, რომელმაც მოგვივლინა ამხელა სიკეთე და სინათლე!“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს მოერიდეთ ნერვიულობას და ზედმეტ ფორიაქს“ - მიხეილ ცაგარელი
🔵მიხეილ ცაგარელის 9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი„ვერც კი წარმოვიდგენდი ბოროტების მაშტაბებს
🔵რასაც კომენტარებში ან პირად წერილებში ვაწყდები ხოლმე“ - ნანა გეგეჭკორი