Digest Logo

„სააკაშვილი ციხეში დიდი ხნითაა და არანაირი ასი ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

1640849103
მიხეილ სააკაშვილი და თამარ ჩერგოლეიშვიილ

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კეთილის მსურველებმა ის პირველ რიგში საკუთარი თავისგან უნდა გადაარჩინონ და არ დააჯერონ, რომ ყოვლის შემძლე და მნიშვნელოვანია.

„სააკაშვილისთვის სიკეთე ვისაც უნდა, მას დაეხმარება შეიგნოს:

ა) რომ ციხეში დიდი ხნითაა და არანაირი ასი ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის;

ბ) რომ მისი გარემოცვა მას ატყუებდა, როცა უმტკიცებდა რომ მიშას გარეშე ყველა ნულია და მისი ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს და გააქცევს;

გ) რომ ამ ტყუილებს თვითონ ითხოვდა, იმიტომ რომ რეალობის მიღება არ სურდა და ვინც რეალობას ანახებდა, მათ მოღალატეებად რაცხავდა;

დ) რომ ჩვეულებრივი ადამიანია - არანაირი იდეა, მესია და დავით აღმაშენებელი არ არის;

ე) იმისთვის, რომ ციხიდან გამოვიდეს, ბიძინა უნდა დასუსტდეს/დამარცხდეს და სააკაშვილზე ფოკუსირება ბიძინას აძლიერებს.

რაც მალე შეიგნებს ამ ყველაფერს, მით მალე გახდება უკეთ.

დიდი ხანია, სააკაშვილი, პირველ რიგში, საკუთარი თავისაგანაა გადასარჩენი.

სამწუხაროდ, მას არ აღმოაჩნდა საკმარისი მეგობარი, რომელიც საკუთარი თავისგან გადარჩენაში დაეხმარებოდა.
ეგებ ახლა გამოიჩინონ გონიერება, პატიმარი ადამიანის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე იზრუნონ და გადადონ გვერდზე სიმძიმის ცენტრიდან პირადი გამორჩენის მიზნები“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ლუდის მოყვარულებს ვაფრთხილებ...“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ბევრ ადამიანს გაუჩნდება სოფელში ცხოვრების სურვილი“ - 2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი