სულ რამდენიმე დღეში ახალი 2022 წელი დადგება. ასტროლოგი ქეთი ვაწაძე მომავალი წლის ზოგად ტენდენციებს აქვეყნებს და წერს რომ ვეფხვის წელში თითქმის ყველას გაუმართლებს და განსაკუთრებულად წარუმატებელი ნიშანი არ იქნება.
2022 წლის ზოგადი ტენდენციები
ნუმეროლოგიურად, 2022 წლის ციფრი ექვსია. 6 - ეს არის მდგრადობის უნივერსალურობის ციფრი. ის ვენერას, სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტას განეკუთვნება, ვენერა ასევე განაგებს არჩევანს, ფასეულობებს, ფინანსებს, ასე რომ, თუნდაც ამ მაჩვენებლით 2022 წელს სასიკეთო მოვლენებს ველოდებით, წარმოიქმნება დადებითი ტენდენცია ბოლო წლების კრიზისიდან გამოსასვლელად, დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად, მთავარია ვიცოდეთ რა გვინდა, საით მივდივართ, არ დავიშუროთ ძალისხმევა და დანარჩენს უკვე ზურგის ქარი გააკეთებს.
რადგან 2022 წელს 4 დაბნელება გვაქვს და არა 6, როგორც 2020 წელს იყო, რის შედეგად დაიწყო მსოფლიოში ეს პანდემიაც და სხვა ნეგატიური მოვლენებიც, 2022-ში ასეთ წელს, არეულს და განსაკუთრებით მძიმეს, არ ველოდებით. კი, დროდადრო გარკვეული სახის სირთულეები შესაძლოა იყოს, მაგრამ მთლიანობაში, მაინც, ბევრად უკეთესი წელია მოსალოდნელი ვიდრე 2020 ან 2021 იყო.
2022 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პერიოდი გვაქვს გასავლელი, უპირველესად, ეს არის იანვარი, როდესაც ვენერა, იანვრის ბოლომდე თავის ე.წ. რეტროგრადულ მოძრაობაში თხის რქის ნიშანში იქნება, რასაც 14 იანვარს ასევე მერკურიც დაემატება თავისი რეტროგრადული მოძრაობით (გაითვალისწინეთ, რომ მერკურის რეტროგრადული ფაზა ასევე იქნება 10.05 - 3.06; 10.09-2.10 პერიოდებში), შესაბამისად, 4 თებერვლამდე შესაძლოა მოგვეჩვენოს რომ ყველაფერი ადგილზე დგას, არ იძვრის. პრინციპში ეს არის ღირებულებების გადაფასების პერიოდი და ამ დროს არც არის სასურველი რაღაცა ახლის დაწყება, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება, სჯობს დაუსრულებელი, გადადებული საქმეების დასრულება, შეცდომების გამოსწორება, გადაკეთება, ხოლო 5 თებერვლიდან - შეგიძლიათ ახალ ეტაპზე გადასვლა, რაშიც ამ მნიშვნელოვანი პლანეტების ენერგიებიც დაგეხმარებიან.
ამ პერიოდში სჯობს მოუფრთხილდეთ ფინანსებს, შეამციროთ ბიზნესს აქტიურობა, არ აიღოთ სესხი, არ გააკეთოთ მნიშვნელოვანი და ძვირიანი ხარჯები, შესაძლოა მერე აღარ იყოთ კმაყოფილი თქვენი შენაძენით, ან ზედმეტი გადაიხადოთ, თუ ლოდინის საშუალება არ გაქვთ - მაქსიმალურად შეამოწმეთ საგანი წუნზე, მოითხოვეთ გარანტია და სხვ.
ამავე დროს სიფრთხილე გვმართებს პარტნიორებთან ურთიერთობებში, შესაძლოა ურთიერთობების გადაფასება, ან ახლიდან დალაგება მოგიხდეთ, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა წარსულიდან გამოგვეცხადონ ყოფილი საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორები. მიიღებთ თუ არა ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუ ორივე მხარემ კარგად გაიაზრა წარსულის გამოცდილება, გაიზარდა და მზადაა ახალი ფურცლიდან ურთიერთობების დასაწყებად, კიდევ შესაძლებელია ურთიერთობის განახლებაზე საუბარი, ისე კი არ ღირს
შემოდგომაზე, 31 ოქტომბრიდან 2023 წლის 13 იანვრამდე, რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის ასევე მოქმედების, ენერგიის, წამოწყების პლანეტა მარსი, რაც შეანელებს ქმედების უნარს, შეაფერხებს მიზნების მიღწევას, ჩანაფიქრის რეალიზების საშუალებას, ამიტომ შეეცადეთ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის 5 თებერვლიდან ნოემბრამდე პერიოდი შეარჩიოთ.
19 იანვრიდან იცვლება, ასევე, რაქუ-კეთუს ღერძი, ის ტყუპები - მშვილდოსნიდან კურო-მორიელის ღერძზე გადაინაცვლებს, რაც უკვე სხვა აქცენტებს, სხვა ამოცანებს სვამს ჩვენს წინაშე, ჩვენგან ითხოვს თავის გატანისა და მატერიალური სფეროებთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიებას.
ადამიანებს მიეცემათ საშუალება მატერიალურ თემებში აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, აკეთონ ახლებურად ბიზნესი, იპოვონ ფულის კეთების და შემოსავლის ახალი წყაროები. ზოგადად მოსალოდნელია საბანკო-საფინანსო სფეროებში ახალ ეტაპზე გადასვლა, რეორგანიზება, ცვლილებები. მომავალი თითქმის ორი წლის მანძილზე ზედმიწევნით სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ სხვის ფინანსებთან, სხვის რესურსებთან დაკავშირებით, სჯობს არ გავიშაროთ თავი, უარი უნდა ვთქვათ ფარულ ქმედებებსა და სხვებით მანიპულირების სურვილზე, მავნე ჩვევებზე. რაქუს კუროში ყოფნის პერიოდში გაიზრდება სოფელში დასახლების მსურველთა რაოდენობა, ბუნებასთან ახლოს ყოფნის, სტაბილურობისა და ჰარმონიის მოთხოვნილება.
მნიშვნელოვანი იქნება ასევე აგვისტოს პერიოდი, როდესაც დგება სატურნი მარსის კვადრატი, რამაც შესაძლოა რაღაც პროცესების დაჩქარებას, გათავისუფლებას შეუწყოს ხელი. შემოდგომისას, სექტემბერში კვლავ გვაქვს სატურნი ურანის კვადრატული დგომა, ეს, ზოგადად არ არის სახარბიელო მაჩვენებელი, მაგრამ მან შესაძლოა გარკვეულ სფეროებში რეორგანიზებას, რესტრუქტურიზაციას შეუწყოს ხელი და სასიკეთო შედეგიც გამოიღოს
2022 წელს ხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა - გაფართოების, მასშტაბურობის, წარმატებისა და იღბლის პლანეტა იუპიტერი თავისთვის კომფორტულ ნიშანში, თევზებში იმოძრავებს, რაც ოპტიმიზმს და მეტი იღბლიანობის გამოვლენას შეუწყობს ხელს. ბოლო წლებში იუპიტერი მისთვის არასახარბიელო პოზიციაში იმყოფებოდა, რაც აისახა კიდეც როგორც თითოეული ადამიანის გუნება-განწყობილებაზე, ასევე ზოგადად, ცხოვრების ყველა სფეროზე. და რადგან 2022 წელს ის თავისსავე მმართველობის ნიშანში იქნება, ბევრ სფეროში შეგვიძლია ვიხილოთ მისი კეთილგანწყობილება: ეს პერიოდი კარგია უცხოეთთან ურთიერთობებისთვის, შედარებით შერბილდება შეზღუდვები, ადამიანებს მიეცემათ მეტი მოგზაურობის, საზღვარგარეთ გასვლის, საბუთების მოგვარების შესაძლებლობა, წინა პლანზე წამოიწევს სულიერების საკითხები, კარგი პერიოდია უცხოელი ინვესტორების მოსაძიებლად, განათლების მისაღებად, ხელოვნების სფეროს, გამომგონლებლებისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის, პატარა და მცირე ბიზნესებისთვის
თუმცა, ყველა დადებით ასპექტს თავისი ნეგატიური გავლენაც მოჰყვება ხოლმე.
აქვე უნდა მოგცეთ გაფრთხილება - გონივრული რისკი გამართლებულია, თუმცა ავანტიურისტების მსხვერპლი არ გახდეთ!.. თვალყური ადევნეთ თქვენს თანხებს, ნუ შეიქმნით ილუზიებს, არ დაკარგოთ სიფხიზლე, არ წამოეგოთ სხვების მიერ დაგებულ მახეებს. ზოგადად, ნუ ჩავადებით ილუზიებში და არ ღირს არაფრის გაიდეალება!
იუპიტერი თევზების დროს გაიზრდება სულიერებაზე მოთხოვნილება, წინა პლანზე წამოვა რელიგიის და რწმენის საკითხები, ფარდა აეხდება ბევრ ფარულ ფაქტს.
და რაც მთავარია, არის მაღალი ალბათობა რაღაც ახალი მიდგომების, ახალი პრეპარატების, წამლების შექმნის, რაც თანდათანობით საგრძნობლად გამოასწორებს ეპიდვითარებას, შეასუსტებს ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებს, მედიცინას ახალ საფეხურზე აიყვანს.
იუპიტერი თევზების ნიშანში 11 მაისამდე იქნება (ამ დრომდე და კიდევ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდი სასიკეთოა უფრო წყლის და მიწის ნიშნის წარმომადგენლებისთვის, გამოიყენეთ მოცემული შანსი) რის შემდეგაც რამდენიმე თვით, გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და იქ დაყოფს 28 ოქტომბრამდე. სამყაროში მოიმატებს აქტიურობის, ქმედების, ცეცხლის ენერგია, უნდა ვეცადოთ რომ კონსტრუქციულად ვმართოთ ეს ვერძული ცეცხლოვანი ენერგიები, რათა მშვიდობიანად გავიაროთ მოცემული თვეები. ეს პერიოდი ახლა უკვე სასიკეთო ხდება როგორც ცეცხლის, ასევე ჰაერის ნიშნების წარმომადგენლებისთვის.
2022 წელს ვერ იტყვი რომელიმე ნიშანზე რომ წარუმატებელი წელი ელის. ყველაფერი, თავისთავად პირად რუკაზეა დამოკიდებული და იქ ჩანს წარმატების ალბათობა და სფეროები, თუმცა, მაინც, იუპიტერის კეთილგანწყობას იგრძნობენ როგორც წყლისა და მიწის წარმომადგენლები, ასევე ცეცხლისა და ჰაერის, გააჩნია პერიოდს და თვითონ ადამიანის მზაობას, რამდენად არის მოტივირებული და მზად, შანსის გამოსაყენებლად
გაითვალისწინეთ, 9-12 აპრილის, თევზების 23-ე გრადუსზე ხდება იუპიტერისა და ნეპტუნის შეერთება. თევზები, ეს არის ამ ორი პლანეტისთვის თავისი ძალის მაქსიმალური გამოვლენის ნიშანი, ეს იშვიათი მოვლენაა და ძალზე მნიშვნელოვან და სასიკეთო ასპექტად მოიაზრება. ასეთ პერიოდებში ხდება ჩანაფიქრების განხორციელება, ოცნებების ახდენა, ამიტომ, მოემზადეთ ამ დღეებისთვის, ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები, შეგიძლიათ ვიზუალიზაციის ტექნიკების გამოყენება, წარმოსახვის ჩართვა, სურვილების დაფის გაკეთება, ჩაიფიქრეთ სურვილები, გააკეთეთ კონცენტრაცია და ოპტიმისტურად შეხვდით ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდს, რამაც შესაძლოა ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალოს თქვენს ცხოვრებაში.
დიდი იმედი მაქვს, რომ 2022 წელი სიკეთის გამარჯვების წელი იქნება როგორც თითოეული ადამიანისთვის, ასევე მთლიანად პლანეტისთვის, კაცობრიობისთვის!“ - წერს ასტროლოგი ქეთი ვაწაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე