
„ფერმერთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში საკუთარ თავზე გადახდენილ ამბავზე წერს. მისი თქმით, სასაფლაოდან ვიღაცებს ყვავილები წაუღიათ.
„აი რანაირი ხალხი ვართ, მართლა ვერ გავიგე რა.
ფასიანი ლიფტის თანხა არ მაქვს ჩარიცხული ბარათზე, რომ ქრება. ვიფიქრე თავიდან სისტემური პრობლემაა -მეთქი, მერე დაცვამ მითხრა, შენი ბარათის ნომერი მუშამ უთხრა ყველას და მაგით სარგებლობენ, ახლა გავარკვიეო.
ნუ ან მუშას რა უნდა ელაპარაკო და ან იმ ყველას სხვის თანხას რომ იყენებენ.
დღეს მამაჩემის საფლავზე გავედი. კარგა ხანი ვერ მიუახლოვდი, მანქანა იდგა და ყვავილებს ალაგებდა, იქაურ დამლაგებელს ვკითხე რა ხდებოდა ამდენი ხანი, რომ იყო საცობი -მეთქი. მითხრა ახალი მიცვალებული იყო და მისი ყვავილები წაიღეს როგორც ხდებაო.
ან იმ ხალხს რა უნდა ელაპარაკო, ამას რომ იკადრებს. ეჰ, უკვე ის მიკვირს საერთოდ არაფერი რომ აღარ მიკვირს“, - წერს ნინო ზამბახიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მე ვიცრები კოვიდვაქცინის მე-3 დოზით დეკემბერში, თქვენ?“ - გიორგი ფხაკაძე