თეა წულუკიანი პოლიტიკოსის ამპლუაში ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე, თუმცა ამჯერად ის გადაცემა „საღამოს პოსტს“ სტუმრობდა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
როგორც მან გაიხსენა, ბავშვობაში ძალიან მშვიდი და დაკვირვებული იყო, ცდილობდა, ყოფილიყო წარმატებული, კარგად ესწავლა და ჰქონოდა საინტერესო ცხოვრება.
„დაკვირვებული და მსუქანი ბავშვი ვიყავი - ეს მახსენდება ამ ასაკიდან რომ ვუყურებ ჩემს თავს. ვცდილობდი ვყოფილიყავი წარმატებული და კარგად მესწავლა. მაშინებდა ერთფეროვნება, სულ ვცდილობდი სიახლე მქონოდა და არ მინდოდა დიასახლისობა, სულ მინდოდა გარღვევები მქონოდა, სიახლე დამენერგა. მე ისეთი თაობიდან ვარ, სადაც 15 წლის ასაკში ქორწინდებოდნენ, ამ სტერეოტიპის დამსხვრევა მინდოდა, ვიცოდი, რომ მინდოდა დამეტოვებინა ქვეყანა და მესწავლა. რომ არა ჩემი მშობლების მხარდაჭერა, 16 წლის ვერ წავიდოდი საფრანგეთში და ვერ ვისწავლიდი“,- ამბობდა წულუკიანი.
თეამ ოჯახისა და შვილის შესახებაც ისაუბრა:
„ფაქტი, რომ ჩემი ერთადერთი შვილი შემეძინა 42 წლის ასაკში, ვთვლი, რომ ღვთის ძალიან დიდი წყალობაა და სწორედ ამიტომ შევძელი კარგი დედობა. ადრეულ ასაკში დედობისთვის მზად არ ვიქნებოდი. ვამაყობ, რომ მიუხედავად სამსახურისა, შევძელი მეგობრული ურთიერთობის დამყარება და დედაშვილური კავშირის ჩამოყალიბება.
ალბათ, ეს არ უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მეუღლე არის ჩემზე 9 წლით უმცროსი, არის ძალიან კარგი ადამიანი და, ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რაშიც გამიმართლა.
ის ყველაფერი რომ აიტანო, რასაც ის იტანს, ძალიან რთულია, ვაღიარებ. არის ძალიან კარგი მეუღლე, ძალიან კარგი მამა“, - აღნიშნა მინისტრმა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა