კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, ქართველ მომღერლებზე განაწყენებულია. გუშინდელ ფეისბუკ ლაივში სწორედ ქართველი შემსრულებლებისა და კომპოზიტორების არაჯანსაღ ურთიერთობებზე ისაუბრა.
მაია კაჭკაჭიშვილმა გაიხსენა, 90-იან წლები, როდესაც ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა, ფინანსურად უჭირდა, ამის გამო ყოველდღიურად უწევდა ბაქლავის გამოცხობა და მაღაზიაში ჩაბარება. უკვე 2 000-იანი წლებიდან კი მის დაწერილ სიმღერებს ქართველი მომღერლების დიდი ნაწილი ასრულებდა.
„ყოველთვის, ყველა მომღერალს უჭირდა სიმღერის ავტორის დასახელება. რატომღაც ეგონათ, რომ რახან იმღერეს, თვითონ იყვნენ ყველაფერი, მაგრამ ასე არ არის. სიმღერა დაგიწერა ავტორმა და შენ უბრალოდ ასრულებ. ეს პრობლემა 2000-იანი წლებიდან იყო.
სხვებისგან განსხვავებით არასდროს ავიწყდებოდათ ავტორის დასახელება ლელა წურწუმიას, ნინიბადურაშვილსადა ნოდიკო ტატიშვილს. ახლა უკვე ბევრ მომღერალს აქვს რეპერტუარში ჩემი სიმღერა, ჰგონიათ, რომ თვითონ არიან ყველაფერი და მორჩა.
დაფიცებული მაქვს, სულ რომ მშიერი მოვკვდე, ცხოვრებაში არავის სიმღერას აღარ დავუწერ. თქვენი უმადური დედა ვატირე ცხოვრებაში“ – ამბობს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
მეორე ლავში კი, რომელიც კომპოზიტორმა მოგვიანებით წაშალა, მომღერალ ნუცა ბუზალაძის მაგალითი გაიხსენა.
„ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო იურმალას კონკურსი. პრიზის სახით აიღო 70 ათასი დოლარი, თუმცა პატარა იების კონა, „ბანბანერკა“ ან „რაფაელო“ არც გახსენებია.“ – ამბობს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი საიდუმლო - ცოტა რამ მომღერლის პირადზე და უიღბლო სიყვარულზე
🔵ყალბი ვიზის დამზადების საქმე, რომანები და სხვა სკანდალები ნოე სულაბერიძეზე
🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი
🔵სიშიშვლეზე აგებული პოპულარობა - სელებრითების მივიწყებული ისტორიები