Digest Logo

„ბევრს ვფიქრობ დაშვებულ შეცდომებზე, თუმცა რასაც ვნანობ, იმას ვერ გავასაჯაროებ“ - ბლიცინტერვიუ თემუკა პატარიძესთან

1645188300
იუმორისტი თემუკა პატარიძე

„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს  მორიგი სტუმარია ქართველი იუმორისტი თემუკა პატარიძე.

🔶რითი ხართ ცნობილი? - ჩემი სკეტჩებით.

🔶ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ? - რომელი საათია?

🔶10 ბალიანი შეფასების კრიტერიუმით, თქვენს კარიერას რამდენით შეაფასებდით? - იყოს ხუთი.

🔶ბავშვობის ოცნება რა იყო? - რაიმე ასტრალური ოცნება არ მქონია, მახსოვს რომ პოპულარობასაც არ უკავშირდებოდა ჩემი მიზნები, თუმცა მიყვარდა ძალიან ფეხბურთი და ამ სფეროში წარმატებაზე მიოცნებია.

🔶თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი? - სერიოზული ადამიანი ვარ.

🔶შემთხვევა, რომელმაც რადიკალურად შეგცვალათ - ჩემი აზროვნება და ხასიათი რომ შეეცვალა რადკალურად, ასეთი რამ არ მომხდარა

🔶რას ნანობთ? - ბევრს ვფიქრობ დაშვებულ შეცდომებზე, თუმცა რასაც ვნანობ, იმას ვერ გავასაჯაროებ.

🔶რა არის სიყვარული? - უი... მე რომ ახლა ამაზე სწორი პასუხი გაგცეთ... სიყვარული არის სიყვარული, ეს გრძნობა ალბათ ჭეშმარიტებაა.

🔶მეგობრობა რა არის? - ადამიანთან, რომელთანაც ყოფნა გსიამოვნებს, ესაა მეგობრობა. ადრე ვფიქრობდი, რომ მეგობრობა, გმირობას და თავგანწირვას ითხოვდა, მაგარამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ადამიანებთან რომლებთანაც ყოფნა გიყვარს, რაღაცის მოყოლა გსიამოვნებს, მგონია, რომ ესაა მეგობარობა.

🔶თავისუფალება რა არის? - თავისუფლება არის თავისუფლება. თავისუფლება არის პასუხისმგებლობა. მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანის არჩევანია. შეიძლება არ სურდეს ვინმეს, რომ იყოს თავისუფალი, თუმცა სხვის თავისუფალ ნებას პატივი უნდა სცეს.

🔶ყველაზე მომაბეზრებელი კითხვა, რომელიც თქვენთვის დაუსვამთ - რამდენი გაქვს ხელფასი?

🔶ადამიანში რომელი თვისება აღგაფრთოვანებთ - ადამიანი, რომელიც საკუთარი ნიჭის რეალიზებას ბევრ დროს უთმობს.

🔶სენტიმენტალური თუ ხართ - ნებისმიერ რამეზე შეიძლება წამომივიდეს ცრემლი - ფილზე, წიგნზე, ფრაზაზაე, ყოველდღიურ სიტუაციებზე.... ასე რომ სენტიმენტალური ვარ

🔶იუმორის გარეშე ცხოვრება როგორი წარმოგიდგენიათ? - გამორიცხულია, არ არსებობს, ვერ წარმომიდგენია. თავისუფლების გარეშე შეიძლება, მაგრამ იუმორის გარეშე ვერა. იუმორი, მე ვფიქრობ, რომ თავისუფლებაცაა.

🔶რისთვის ღირს ცხოვრება - მთავარია, ადამიანმა გაიაზროს, რომ ცხოვრება ღირს და მერე უკვე თვითონ მიაგნებს იმ ღირებულებას რისთვისაც ბოლომდე უნდა იცხოვროს.

🔶სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გჯერათ ? - ხან მჯერა, ხან ეჭვი მეპარება მოკლედ ზუსტად ვერ გეტყვით, ვიცი, რომ უნდა მჯეროდეს და ეგაა რა.

🔶თქვენს შესახებ ჭორი თუ გაგიგიათ? - არ მგონია ახლა ისეთი როკსტარი ვიყო რომ ჩემზე ჭორებს ფიქრობდნენ. არ გამიგია ჩემ თავზე ისეთი ჭორი, მაგრამ ნეგატიური კომნტარი წამიკითხავს, თუმცა დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.

🔶ღმერთს რომ შეხვდეთ რას ჰკითხავდით? - ამ კითხვას ერთხელ გელა ჩარკვიანმა გასცა ის პასუხი, რომელიც მე ძალიან მომეწონა და ანალოგიურს ვკითხავდი უფალს - რა არის ჭეშმარიტება?

🔶ერთი სურვილი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით? - ნატოში შევიდეთ.

🔶წინა რესპონდენტმა თემო ნიქაბაძემ დაგიტოვათ ასეთი შეკითხვა... „გაიხსენეთ თქვენი პირველი სიყვარული და რას ფიქრობთ, იყო თუ არა ეს ნამდვილი სიყვარული“ - ჩემი პირველი სიყვარული სავარაუდოდ, იყო ბაღში. სახელი და გვარი არ მახსოვს, ასე რომ თქვენ თვითონ განსაჯეთ, რამდენად ნამდვილი იყო ეს, თუმცა მახსოვს.

🔶თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს შემდეგ სტუმარს?... კითხვის დასმისას ყველაზე მომაბეზრებელი პასუხი რა არის და გავრცელებული, მოდური ფრაზებიდან, ყველაზე მეტად რა გაღიზიანაებთ?


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„რა დგას დედის მიერ წვალებით ნამშობიარები ჩვილის მოკვლის უკან, გიფიქრიათ?“ - ბაია პატარაია

🔵„მზის თევზებში გადასვლა დეპრესია, ნეგატიურ ფიქრებს, ილუზიებსა და ტყუილებისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს“ - ცაგარელი

🔵ტრაგედია ოჯახში, უმძიმესი დიაგნოზი, ურთიერთობა ცოლიან კაცთან და სამჯერ გათხოვება - ეკა კვალიაშვილის სკანდალებით სავსე ცხოვრება

🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს

🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი

🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი