Digest Logo

როგორი ქალები მოსწონს? ვინ არის ყველაზე დიდი იმედი ცხოვრებაში და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ ამიკო ჩოხარაძესთან

1640346300
ამიკო ჩოხარაძე

„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს  მორიგი სტუმარია ცნობილი ქართველი იუმორისტი - ამიკო ჩოხარაძე.

➡️რით ხართ ცნობილი...

შემოქმედებით...

➡️ბავშვობის ოცნება...

ყველა რომ მიცნობდეს, ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. ამ ეტაპამდე რამდენიმე ადამიანი მიცნობს.

➡️ჩემი ყველაზე დიდი იმედი ცხოვრებაში არის...

ჩემი მეუღლე და ბავშვები...

➡️ვნანობ...

არაფერს.

➡️მეშინია...

რომ რამე ვინანო.

➡️ რომ არა იუმორისტი, ვინ იქნებოდი?...

მეზღვაური იმიტომ, რომ პროფესიით მეზღვაური ვარ.

➡️ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ...

ჩემი ნიშნობის ბეჭედი და ჯვარი.

➡️წიგნი, რომელიც ბოლოს წავიკითხე...

ბოლო წიგნის კითხვა სამი კვირის წინ დავამთავრე, ეს იყო დონალდ ტრამპის ბიოგრაფია.

➡️ რა ფერი აქვს იუმორს?

ჭრელია იუმორი.

➡️ რა არის სიყვარული?

მაგაზე მე როგორ გიპასუხო, როცა ადამიანებმა ლექსები მიუძღვნეს, ფერწერები გააკეთეს, შექსპირმაც კი ვერ ახსნა ბოლომდე და საბოლოოდ, რომ ვერ ამოხსნა ორი სიყვარულის პერსონაჟი მოკლა. ვფიქრობ, რომ სიყვარული არის ღმერთი, რწმენა და სიძლიერე.

➡️ როგორი ქალები მოგწონს?

ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემი მეუღლე და შვილია.

➡️ 1 სურვილი, რომ მქონდეს ვისურვებდი, რომ...

ჩემს ოჯახს უფრო ბედნიერ ქვეყანაში და მსოფლიოში ეცხოვრა.

➡️ პანდემიამ ჩემს ცხოვრებაში...

კორონამ შეცვალა ის, რომ ახლა უფრო მეტი ანტისხეული მაქვს, უფრო მეტ დროს ვატარებ ოჯახში და დროს, რომელსაც მეგობრებს ვუთმობდი, ახლა ოჯახს ვუნაწილებ.

➡️ გჯერა თუ არა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის...

მჯერა, რომ სული და რაღაც ენერგეტიკა განაგრძობს სიკვდილის შემდეგ არსებობას. შეიძლება სხვა ფაზაში გადავდივართ, სადაც ვერც ვაზროვნებთ.

➡️ღმერთს რომ შეხვდები, რას ჰკითხავ?...

შეიძლება კიდევ ერთხელ?

➡️წინა რესპონდენტმა რუსუდან მუმლაძემ დაგიტოვათ კითხვა: რა არის ცხოვრებაში თქვენი მთავარი სათქმელი?

იმისთვის, რომ მიხვდეს რა არის ჩემი ცხოვრების მთავარი სათქმელი, უნდა მისმინოს მთელი ცხოვრება.

➡️ თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს შემდეგ სტუმარს?... უბრალოდ ჰკითხეთ, როგორ ხარ?

ასევე დაგაინტერესებთ👇

შემთხვევა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა, ყველაზე დიდი იმედი ცხოვრებაში და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ თათული ედიშერაშვილთან

VIDEO: „დამიბრუნოს ჩემი შვილი და ვაპატიებ ყველაფერს... შეცდომები კი არა, გამოუსწორებელი დანაშაულები აქვს ჩადენილი“ - ია მეტრეველი

„ვისაც გაგიიაფდათ მე და ჩემნაირები გეპატიჟებით, კი არ მინდოდა, მაგრამ „თქვენი გადახდილია“... - თეონა ჭალიძე

„@ლე რო ხარ, მაგას ვერც ტალახაძის შტერული წამოძახილი შეცვლის და ვერც ღარიბაშვილის კარგი ინიციატივა“ – გიორგი მგალობლიშვილი მოთამაშეებზე

„მივედით იქამდე, რომ სამარცხვინოდ, უტიფრად ტრანსპორტიც გააძვირეს“ - მაკა ჩიჩუა