Digest Logo

ვინ არის „ზაქო“, რას ნანობს ცხოვრებაში და რომელ ფრაზას ამბობს ხშირად - ბლიცინტერვიუ გიორგი მაქარაშვილთან

1657284300
გიორგი მაქარაშვილი

„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია  იუმორისტი, „სამზარეულოს ომების“ ყოფილი მონაწილე და ცნობილი ტიკტოკერი გიორგი მაქარაშვილი იგივე „ზინაიდა“.

➡️ბავშვობის ოცნება... გავმხდარიყავი მსახიობი

➡️ ფრაზა, სიტყვა, რომელსაც ხშირად ამბობ... არასდროს გეწყინოს მათგან არაფერი, ვისთანაც რჩევის საკითხავად არ მიხვალ. 

➡️ ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებ... ტელეფონი.

➡️ კითხვა, რომელიც გაღიზიანებს... დაოჯახებას ხომ არ აპირებ?

➡️შემთხვევა რამაც შეგცვალა... პანდემია.

➡️რა არის ტიკ-ტოკი შენთვის... პლატფორმა, რომლითაც შემიძლია ხმა მივაწვდინო ადამიანებს და ვუამბო იმის შესახებ, რაც მაწუხებს.

➡️პირველი ვიდეო...  ძალიან შემთხვევით ავტვირთე პირველი ვიდეო, ჩემს მეგობარ ეკასთან ერთად, სადაც ვეუბნებოდი და ვეჩხუბებოდი, როგორ უნდა გათხოვილიყო.

 

➡️ ვინ არის თქვენი პერსონაჟი „ზაქო“ .... ეს არის ჩემი მეგობარი ეკა, რომელიც სამსახურში გავიცანი, დავმეგობრდით და ახლა ვთვლი, რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. ის არის ადამიანი, რომელსაც შემიძლია ნებისმიერ დროს დავეყრდნო, მივიღო საოცარი რჩევები და სასარგებლო. 

@mr.makharashvili 🤣 აჰაჰა 😁 #ზინაიდა ♬ original sound - Joe kache

 

➡️ რატომ შეიყვარა საზოგადოებამ „ზაქო“... იმიტომ, რომ გულწრფელი და ნამდვილია.

➡️ რა ფერი აქვს იუმორს? ... ჭრელია იუმორი, ხანდახან შავი, ხანდახან მდარე და თეთრი... გააჩნია როგორ ხასიათზე ვართ.➡️ როგორი გოგოები მოგწონს? ... არამატრაკვეცები, სადა და მინიმალისტური გოგოები.

➡️ რაზე ვერ იტყვი უარს? ჭამაზე. (არადა ფიზიკურად არ გეტყობათ)... ხო, მე ვჭამ და ჩემს მეგობარ ხატიას ემატება.

➡️ საყვარელი საჭმელი? ... მაკარონი ყველით (მაკარონი ასე, მაკარონი ისე).

➡️ რა არის სიყვარული?... ეს არის მამოძრავებელი ძალა ადამიანის. ოჯახის, ბუნების, მეგობრების, ცხოვრების სიყვარული, რაც გამოძრავებს და გხდის ბედნიერს.

➡️ შეხვედრილხარ ნამდვილ სიყვარულს? ... კი, ახლაც მყავს.

➡️ რა მოგიტანა ცნობადობამ, რას გეუბნებიან? ... ძალიან კარგი და სასიამოვნოა. რა არის ამაზე დიდი ბედნიერება, როდესაც სრულიად უცნობი ადამიანი გეუბნება, რომ უყვარხარ. თან ამას აკეთებენ უანგაროდ.➡️ 1 სურვილის ასრულება რომ შეგეძლოს, რას ისურვებდი? ... მშვიდობას ქვეყანაში.

➡️ რას ნანობ?... ვნანობ, რომ არ გავხდი მსახიობი. ბევრ ადამიანს ვაწყენინე და არ მოვუხადე ბოდიში.

➡️ გარდაცვალების შემდეგ ცხოვრების გჯერა? ... აბა რა. წინა ცხოვრებაში მე ვიყავი გლახაკი ძველ საბერძნეთში. რატომღაც მჯერა, რომ მათხოვარი ვიყავი.

➡️ წინა რესპონდენტმა, მსახიობმა გიორგი ცაავამ დაგიტოვათ ასეთი კითხვა: როცა იღვიძებს რას ფიქრობს, პირველი რა მოსდის თავში?.. როგორც კი თვალს ვახელ, ბებოს ვურეკავ და ვეუბნები, რომ ყავა გამიკეთოს. შესაბამისად, ჩემი დილის ფიქრებიც არის ყავა მზად დამხვდება თუ არა. 

➡️ თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს მომდევნო სტუმარს? რატომ აღმოჩნდი იქ, სადაც ახლა ხარ და თუ ხარ ბედნიერი იმით, რასაც მიაღწიე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵კავშირი პარალელურ სამყაროსთან, ყველაზე დიდი შეცდომა და ვიზიტი პარაფსიქოლოგებთან - ნატა გულიაშვილის ბლიცინტერვიუ

🔵რას ნანობს, რისი ეშინია ყველაზე მეტად, როგორი ქალები მოსწონს და რაზე ოცნებობს? - ბლიცინტერვიუ თემო ნიქაბაძესთან

🔵როგორი ქალები მოსწონს? ვინ არის ყველაზე დიდი იმედი ცხოვრებაში და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ ამიკო ჩოხარაძესთან